მარანულა•საოჯახო მეღვინეობა

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • მარანულა•საოჯახო მეღვინეობა

მარანულა•საოჯახო მეღვინეობა საოჯახო მეღვინეობა/family winery

18/07/2026

ზოგჯერ ერთი ბოთლი ღვინო ბევრად მეტ ისტორიას ატარებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს…
მის უკან დგას ჩვენი ოჯახის შრომა, ვენახში გატარებული დღეები, თითოეულ დეტალზე ზრუნვა და უდიდესი სიყვარული, რომლითაც მარანულას თითოეული ღვინო იქმნება.

მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად მოდის. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს მოტივაციას, ყოველდღე შევქმნათ ღვინო, რომელიც მხოლოდ დასალევი კი არა, გასაზიარებელი ემოციაც არის.

მარანულა-ოჯახური ტრადიცია, რომელიც თითოეულ ბოთლში ცოცხლობს. ❤️🍷

ეს მხოლოდ დასაწყისია… ❤️

ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ❤️სიხარულით გიზიარებთ, რომ Hotel albatros shekvetili უკვე მესამე ლოკა...
16/07/2026

ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ❤️

სიხარულით გიზიარებთ, რომ Hotel albatros shekvetili უკვე მესამე ლოკაციაა, სადაც მარანულას ღვინოა წარმოდგენილი.
ჩვენთვის თითოეული ახალი პარტნიორობა მხოლოდ თანამშრომლობა არ არის, ეს არის ნდობა, რომელსაც განსაკუთრებულად ვაფასებთ.

გულით გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ ამ ნდობისათვის. გვჯერა, რომ მათი სტუმრები ჩვენს ღვინოს ისეთივე სიამოვნებით დააგემოვნებენ, როგორი სიყვარულითაც ის შეიქმნა.

მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ოჯახის ღვინოს ირჩევს.
ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი ლამაზი ისტორია გველოდება. 🍷❤️

#ღვინო

🍷🎨ქართველი მხატვრის, დავით კაპანაძის, ნამუშევრის „Vendemmia“ შთაგონებით, მარანულამ შექმნა პერსონალური ეტიკეტები საფერავი...
13/07/2026

🍷🎨

ქართველი მხატვრის, დავით კაპანაძის, ნამუშევრის „Vendemmia“ შთაგონებით, მარანულამ შექმნა პერსონალური ეტიკეტები საფერავისა და მანავის მწვანის ღვინოებისთვის.

ეს განსაკუთრებული იდეა მხატვრის ოჯახის წევრის სურვილით განხორციელდა, როგორც სიყვარულით შექმნილი საჩუქარი თავად დავით კაპანაძისთვის.

პერსონალური ეტიკეტებით გაფორმებული მარანულას ღვინო უკვე გაემგზავრა საზღვარგარეთ, რათა ქართული ღვინის გემოსთან ერთად მსოფლიოს ქართული კულტურისა და ხელოვნების სილამაზეც გააცნოს.

შექმენით პერსონალური ეტიკეტი და აჩუქეთ საყვარელ ადამიანს განსაკუთრებული საჩუქარი. 🇬🇪🍇

#საჩუქარი #ღვინო

ზღვა, დასვენება და ერთი ბოთლი კარგი ქართული ღვინო… 🍷🌊სწორედ ასე იწყება საუკეთესო მოგონებები.ბედნიერები ვართ, რომ  Maranu...
09/07/2026

ზღვა, დასვენება და ერთი ბოთლი კარგი ქართული ღვინო… 🍷🌊

სწორედ ასე იწყება საუკეთესო მოგონებები.

ბედნიერები ვართ, რომ Maranula ოფიციალურად გახდა Hotel Paradise Shekvetili -ს პარტნიორი.

სასტუმროს სტუმრებს დახვდებათ ჩვენი ექსკლუზიური საფერავი და მანავის მწვანე სპეციალურად Paradise-ისთვის შექმნილი ეტიკეტებით.

მადლობა ნდობისთვის! წინ კიდევ ბევრი ლამაზი ისტორია გველოდება. ❤️

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე! 🤍დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ Maranula-მ თანამშრომლობა დაიწყო ქობულეთში მდებარე  Parus-თა...
08/07/2026

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე! 🤍

დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ Maranula-მ თანამშრომლობა დაიწყო ქობულეთში მდებარე Parus-თან. 🌊

თუ ზღვის სანაპიროზე დასვენებას გეგმავთ, აუცილებლად ესტუმრეთ ამ ულამაზეს ბარ-რესტორანს, სადაც ზღვის ულამაზესი ხედის ფონზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ეროვნული კერძები.

Belii Parus-ის სტუმრებს დახვდებათ Maranula-ს ღვინო და არაყი. 🍷

გემოვნების, ზღვისა და ქართული სტუმართმოყვარეობის საუკეთესო შერწყმა სწორედ აქ გელოდებათ.

📍 ქობულეთი | Belii Parus

გელოდებით! ❤️

06/07/2026

სანამ ჩვენი ღვინო თქვრნამდე მოვა, ყოველი ბოთლი გადის იმ გზას, რომელსაც ჩვენი ხელები და ჩვენი პასუხისმგებლობა ქმნის.
ჩამოსხმიდან-ეტიკეტამდე, საცობიდან-შეფუთვამდე.

სანამ Maranula თქვენს სუფრაზე მოხვდება, მასში უკვე ჩადებულია დრო, შრომა და სიყვარული.

სწორედ ამიტომ, თითოეული ბოთლი ჩვენთვის განსაკუთრებულია. 🍷❤️
#ღვინო #ფორიუზე❤️‍🔥 #მარანი

სანამ სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ, დატკბით მარანულას  და სასტუმრო Hotel Paradise Shekvetili ღვინით, რომელიც უკვე შეკვ...
06/07/2026

სანამ სასიამოვნო სიახლეს გაგიზიარებთ, დატკბით მარანულას და სასტუმრო Hotel Paradise Shekvetili ღვინით, რომელიც უკვე შეკვეთილის ცხელ ზაფხულს აგრილებს ❤️

03/07/2026

ზოგჯერ ბედნიერება ძალიან მარტივია…
ორი ჭიქა, საყვარელი ადამიანი და ღვინო, რომელიც სიყვარულით შეიქმნა. 🍷❤️
მარანულა - ისტორიები, რომლებიც თითოეულ ბოთლში ცოცხლობს.
#მარანულა #ღვინო #საფერავი #მანავისმწვანე

Address

Zurab Chavchavadze Street #44
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარანულა•საოჯახო მეღვინეობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share