15/08/2026
🍯🐝
#თაფლისნამცხვრები
#მედოკი
#ჩიტისრძე
და თქვენ რომელი უფრო გიყვართ??
ინგრედიენტები ფენებისთვის:
კვერცხი- 4 ცალი (1კატეგორია)
შაქარი- 200გრ.
კარაქი- 100გრ.
თაფლი- 3ს.კ.
სოდა- 1ჩ.კ
ძმარი- 1ს.კ.
ფქვილი- 500-520გრ.
მომზადება
შაქარი, თაფლი და კარაქი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში , შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვურიოთ შაქრის გადნობამდე/ერთიანი კონსისტენციის მიღებამდე.
შემდეგ ვამატებთ ძმრით გააქტიურებულ სოდას. ვურიოთ და მასა ცეცხლზე გავაჩეროთ, მანამ სანამ არ მიიღებს კარამელისფერს.
გადმოვდგათ, ოდნავ შევაგრილოთ და დავამატოთ კვერცხი, თან ვთქვიფოთ მიქსერით.
გაცრილი ფქვილი დავყაროთ თასზე ან სხვა სწორ ზედაპირზე, გავაკეთოთ ჩაღრმავება, გადავიტანოთ კვერცხიანი მასა და დავიწყოთ ცომის მოზელა.
ვზელთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში . შემდეგ გადავახვიოთ ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში.
რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ ცომს, მით უფრო ელასტიური გახდება და მარტივად გაბრტყელდება.
ცომი გავყავი თანაბარ ნაწილებად. გავაბრტყელე მაქსიმალურად თხლად, გამოვიდა 13 ფენა-22 დიამეტრის.
ფენები ღუმელში მოთავსებამდე დავჩხვლიტოთ.
ვაცხობთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ცხობას სჭირდება რამდენიმე წუთი. ფერს რომ შეიცვლის მზადაა.
ფირფიტების ამ რაოდებობით 2 სხვა და სხვა ნამცხვარი ავაწყე.
ე.წ ფენებიანი ჩიტის რძე და მედოკი.
(5 ფენიანი-ჩიტის რძე; 7 ფენიანი-მედოკი)
1 ფენა- დავფხვენი და გავაფორმე მედოკი
კრემი მედოკისთვის
მოხარშული შესქელებული რძე- 1ქილა
მოუხარშავი შესქელებული რძე- 100გრ
კარაქი- 120გრ.
ოთახის ტემპერატურის , რბილ კარაქს ვთქვეფთ გათეთრებამდე. თითო კოვზობით შევათქვიფოთ შესქელებული რძე.
კრემიც მზადაა.
დავკრემოთ 7 ფენა. ხოლო მე-8 ფენა დავაჩოფეროთ და გავაფორმოთ ნამცხვარი.
კრემი ჩიტის რძისთვის
კარაქი- 80გრ.
მოუხარშავი შესქელებული რძე- 140გრ.
არაჟანი 20%- 200გრ.
რბილი კარაქი გავთქვიფოთ, დავამატოთ შესქელებული რძე და ბოლოს არაჟანი.
ჩიტის რძეს, თავზე მოვასხი სქელი მინანქარი.
შოკოლადის ღილები- 100გრ.
რძე- 3ს.კ
კარაქი- 20გრ.
სამივე ინგრედიენტი მოვათავსოთ ჭურჭელში. ნელ ცეცხლზე, მუდმივი მორევით გავაერთიანოთ. (ადუღებამდე ნუ მიიყვანთ)
ცხელივე მოვასხათ ნამცხვარს.
ორივე ნამცხვარი 4-5 საათით მოვათავსე მაცივარში.
მერწმუნეთ ძალიან გემრიელებია
თქვენც სცადეთ!!
#სახლი
#ოჯახურინამცხვრები
#ბავშვობისგემოები
#მედოკი
#ჩიტისრძე
Kate's Gastro Page