Foodhiker's Guide to Tbilisi

  • Home
  • Foodhiker's Guide to Tbilisi
Website Contact the business

Foodhiker's Guide to Tbilisi მსუნაგების გზამკვლევი Foodhiker - a person who loves food and seeks new food experiences, who enjoys traveling in the world of good food. ✨

Foodhiker's guide to the EU 🇪🇺🇬🇪 ✊🏻
17/12/2024

Foodhiker's guide to the EU 🇪🇺🇬🇪 ✊🏻

02/09/2024

"ზაფხულია, სოფელში ვართ, მე და ჩემი ბიძაშვილები არაგვიდან დავბრუნდით, გვშია უბედურად. ბიძაჩემი და მამაჩემი ამოსულან თბილისიდან, დიდი საზამთრო ეზოს ონკანშია შეგდებული, დედა, ბიცოლაჩემი და ბებიაჩემი ეზოშივე მაგიდაზე ხინკალს ახვევენ სწრაფ-სწრაფად. სული მიგვდის ისე გვშია, ამიტომ ხან პურს გავილოღნებით, ხან – ყველს, მაგრამ ხინკალია მთავარი, ამიტომ ვითმენთ.

უკვე კარგად დაბნელებულზე, როგორც იქნა ბავშვებს გვავალებენ მაგიდის გაშლას, მეორეჯერ გამეორება აღარ გვჭირდება, ისე სწრაფად მიგვაქვს თეფშებიც. უკვე კარგადაა აგრილებული ზაფხულის საღამოს და შემოდის ოხშივარადენილი ხინკალი ორი დიიიდი თასით! დიდიან-პატარიანად თვალს ვაყოლებთ ამ თასებს და ვეცემით. დიდები დიდ მაგიდასთან ჯდებიან, პატარებს – პატარა დაბალ მაგიდას გვიშლიან, 3 დათვი ახატია (დღემდე გვაქვს ეგ ბულაჩაურში და ძაან მიყვარს). ხინკლის მერე ნესვს და საზამთროს ჭრიან და ახლა მაგითი ვსკდებით.

ხინკალი მახსენებს ბავშვობის უდარდელი ზაფხულების საღამოებს ბულაჩაურში 🩷🩷"

- ირინკა ალიაშვილის კომფორტული საკვები 🌟

Comfort food - კომფორტული, ან მანუგეშებელი საკვები, ნოსტალგიურ და სენტიმენტალურ თვისებას ატარებს და ხშირად არის დაკავშირ...
01/09/2024

Comfort food - კომფორტული, ან მანუგეშებელი საკვები, ნოსტალგიურ და სენტიმენტალურ თვისებას ატარებს და ხშირად არის დაკავშირებული ბავშვობასთან, ან შინ მომზადებულ საჭმელთან. ეს პოსტი სწორედ კომფორტულ საკვებზეა. როცა ჩემს მეგობრებსა და ნაცნობებს ვთხოვე, თავიანთ კომფორტულ საკვებზე მოეყოლათ, არაფრით ველოდი, რომ პატარა მოთხრობებს მივიღებდი. თითოეულს თავისი ისტორია აქვს, რომლის წაკითხვისას იგივე შეგრძნებები გიჩნდება, რაც კომფორტული საკვების მირთმევისას – სიმშვიდის და სიმყუდროვის. მათი ისტორიები უცვლელად გადმოვიტანე, სტილის დაცვით. 💘

ბავშვობის კარგ მოგონებებს შორის ერთ-ერთია, უშუქობის დროს, მე, ჩემი ძმა და ბებო სამზარეულოში რომ ვისხედით და ბებომ ...

"წლების წინ, მე და კოსუკე წავედით ჩვენი შეხვედრიდან 10 თუ 11 თვის აღსანიშნად სუკიაკის რესტორანში. სუკიაკი არის იაპონური ...
31/08/2024

"წლების წინ, მე და კოსუკე წავედით ჩვენი შეხვედრიდან 10 თუ 11 თვის აღსანიშნად სუკიაკის რესტორანში. სუკიაკი არის იაპონური ძროხის თხლად დაჭრილი ხორცის კერძი, სხვადასხვა ბოსტნეულით. მზადდება დიდ, ღრმა ტაფაში. კიოტოს სუკიაკიში ჯერ ხორცს დებ, რომ გამზადდება, ამოიღებს სათითაოდ ყველა და ათქვეფილ, უმ კვერცხიან ფიალაში ჩადებენ. შემდეგ ბოსტნეულს ყრი, ბოსტნეულის სახეობებიც მხოლოდ რამდენიმეა, მსხვილი მწვანე ხახვი, შიიტაკე (სოკო), მიძუნა ჰქვია, რაღაც ბალახეული მწვანილია. კიდევ ტოფუ, შირატაკი (ნუდლსებია, მცენარე კონიაკისგან დამზადებული), გამომშრალი ფუ (ხორბლის ფქვილისგან მზადდება). მგონი არაფერი გამომრჩა 😃

სოუსი მზადდება შაქრისგან, სოიოს სოუსისგან, მირინისგან (იაპონური ძმარივითაა) და საჭმლის საკესგან. რესტორანში მომსახურე პერსონალს კიმონო აცვია მუდამ. ძირითადად ასაკიანი ქალები არიან, რომლებიც ათეული წლებია იმ რესტორანში მუშაობენ. თავიდან თვითონ გიმზადებენ და მერე თავად აგრძელებ. რაკიღა მე მზარეულობა ძალიან მიყვარს, დავიმახსოვრე გემოები და ამდენი წლის შემდეგ, ბოლო 2-3 წელია ალბათ ხშირად ვამზადებ სახლშიც.

კოსუკე სულ ამბობს იმ რესტორნის გემო აქვს ზუსტადო.

რატომ არის სუკიაკი ჩემი კომფორტ ფუდი? იმიტომ, რომ სუკიაკის ჭამის დროს ოჯახის წევრებთან კონტაქტობ, დიდი ტაფიდან ერთად ჭამს ყველა. მეგობრებს ვპატიჟებთ ხოლმე და მიხარია იმათაც რომ მოსწონთ. აგერ მეთერთმეტე წელია ერთად ვართ და ახლა სუკიაკი მეც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს ამ კერძის მომზადება 🥹ადამიანებზე ზრუნვასთან და თბილ კომუნიკაციასთან ასოცირდება ჩემთვის."

- მარიამ ინაბა, ქართველი კიოტოელის ამბები

ძალიან მალე, კომფორტული საკვების ამ და სხვა უკარგეს ისტორიებს იხილავთ ერთ პოსტად 🌟

"ბებია ნორა ჯადოქარი იყო! ან ჯადოქარს გავდა, როცა ამოლესილ ლობიოს ამზადებდა მეგრულად. მეგრულად იმას ნიშნავს, რომ წითელი ...
31/08/2024

"ბებია ნორა ჯადოქარი იყო! ან ჯადოქარს გავდა, როცა ამოლესილ ლობიოს ამზადებდა მეგრულად. მეგრულად იმას ნიშნავს, რომ წითელი აჯიკა, მთელი ხახვები და ბოლოს რა თქმა უნდა, მთელი წითელი წიწაკებიც ემატებოდა ლობიოს. ეს კერძი მკვდარს გააცოცხლებდა ისეთი ცხარე იყო. მთელი დღე, ნელ ცეცხლზე აწვალებდა ბებია ლობიოს და ხშირ-ხშირად ხის ჯოხით ურევდა. ეს რიტუალი ცეცხლთან საათობით გრძელდებოდა და ჩემთვის სიმშვიდის შეგრძნება მოჰქონდა.

დღეს ამოლესილ ლობიოს ვაკეთებ მაშინ, როცა სულში ვშფოთავ, როცა რაღაც მოსვენებას მიკარგავს, ან როცა კი ავად ვარ. ცეცხლთან დგომისას I feel grounded. თითქოს ღრმა მედიტაციაში ვარ და შევიგრძნობ მთელ ჩემს სხეულს. Honestly, ჩემს წინ ვინც იყო ყველა მეგრელ ქალს შევიგრძნობ თითქოს და მათი სევდიანი სიყვარულისგან გული მევსება."

- თამარა ჯობავა.

ძალიან მალე, კომფორტული საკვების ამ და სხვა უკარგეს ისტორიებს იხილავთ ერთ პოსტად 🌟

რესტორანი "სეული" ფუდჰაიქერების რადარზე წლებია, არსებობს, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე(თ) წასვლა.გასულ პარასკევს კი, როგო...
31/03/2024

რესტორანი "სეული" ფუდჰაიქერების რადარზე წლებია, არსებობს, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე(თ) წასვლა.
გასულ პარასკევს კი, როგორც იქნა ნავსი გატყდა, და მნიშვნელოვანი ვახშმისთვის სწორედ აქაურობას ვეწვიეთ 🌟

მენიუში იმდენი საინტერესო რამ იყო, არჩევა ძალიან გამიჭირდა. ბევრ კერძზე უარის თქმა მომიწია, რადგან ცხარე იყო. ამავე დღეს პირობა დავდე, რომ ცხარეს ჭამას უნდა მივეჩვიო და აქაური რამენის მხოლოდ გასინჯვას არ დავჯერდე 🤩

Restaurant Seoul

05/02/2024

ფუდჰაიქერების ბლოგი მთელი 6 წლისაა 🌟


4 დღით გვიან აღვნიშნავთ ამ თარიღს - 1 თებერვალსაა ოფიციალური დაბადების დღე, რომელიც ყველას გამოგვრჩა - მაგრამ დაე, დღევანდელი დღე იქცეს იმის პირობად, რომ 2024 წელი აქტიური ფუდჰაიქინგის წელი იქნება 🚀

Don't panic და მადლობა ბლოგის მიმდევრებს for being the awesome foodhikers 💌

Reporting from ramen duty 🫡Saramene Onimusha -ში უკვე არაერთგზის ვიზიტის შემდეგ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდი აქაური რამენების ...
28/06/2023

Reporting from ramen duty 🫡

Saramene Onimusha -ში უკვე არაერთგზის ვიზიტის შემდეგ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდი აქაური რამენების რეიტინგზე:

🥇 მისო რამენი - ჩემი აბსოლუტური ფავორიტი (ფოტო #2). შესაძლებლობა რომ მქონდეს, ყოველ დღე შევჭამდი, ერთი ცნობილი ანიმეს გმირივით 🍥

🥈შოიუ რამენი - ჩემთვის მისოს ვერ შეედრება, მაგრამ გემოებით ახლოს დგას 🪩 (ფოტო #3)

🥉 იასაი რამენი - კარგი ვეგეტარიანული ვერსიაა, ვისთვისაც ეს უფრო მისაღებია 😊 (ფოტო #4)

🥉შიო რამენი (ფოტო #5) - ჩემთვის ზედმეტად ზღვის გემო ჰქონდა, მათ უფრო მოეწონებათ, ვისაც ზღვის პროდუქტების მძაფრი გემოები უყვართ 🦄

თუ რომელიმეს გასინჯავთ, შთაბეჭდილებები გამიზიარეთ ❤️‍🔥

პ.ს ლოკაცია ჯერ არ აქვთ დატანილი რუკაზე, გალაკტიონ ტაბიძის 10 ნომერში მდებარეობს.

Saramene Onimusha  სარამენე "ონიმუშა" სულ ორი დღეა, რაც გაიხსნა. მენიუ მრავალფეროვან იაპონურ კერძებს მოიცავს.პირველ ვიზი...
11/06/2023

Saramene Onimusha სარამენე "ონიმუშა" სულ ორი დღეა, რაც გაიხსნა. მენიუ მრავალფეროვან იაპონურ კერძებს მოიცავს.

პირველ ვიზიტზე, ცხადია, რამენისკენ გაგვიწია გულმა 🍥 უფრო ზუსტად კი, რამენის გამო წავედით 💘 და მოლოდინი არა მხოლოდ გაამართლა, არამედ გადააჭარბა კიდეც 🍜

დღეს მისო რამენი გავსინჯეთ, რომელსაც შესანიშნავი ბულიონი ჰქონდა, ჩაშუც არ იყო ურიგო (თუმცა ხორცს სულ ცოტა უფრო ნაზს ვისურვებდი). ამ რამენისთვის და სხვა სახეობის რამენების გასასინჯადაც აუცილებლად დავბრუნდები(თ) ⭐

პ.ს სიტყვა "სარამენე" აქტიურად დავამკვიდროთ, გთხოვთ 💘

Address

#7 Saburtalo Budapest St, Georgia

0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Foodhiker's Guide to Tbilisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Foodhiker's Guide to Tbilisi:

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed food & beverage service?

Share