Sarajishvili

Sarajishvili სარაჯიშვილი - ქართული ღვინის ბრენდის პირველი მწარმოებელი 1884 წლიდან

1884 წელს დავით სარაჯიშვილმა საფუძველი ჩაუყარა კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიით წარმოებას რუსეთის იმპერიაში. პირველი პროდუქტი 1887 წელს თბილისში დაარსებულმა ქარხანამ გამოუშვა.

სარაჯიშვილის კომპანია სწრაფად გაიზარდა და გაფართოვდა რუსეთის იმპერიისა და ევროპის მასშტაბით. თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, ერევანში, კიევში, ვარშავაში, ბაქოში, რიგაში, ხარკოვში, ვლადიკავკაზში, ოდესაში, ფეოდოსიაში, სამარაში

, კიშინიოვში, პეტროვსკსა და ჩარგოუში განლაგდა სპირტსახდელები, სასაწყობო მეურნეობები და სარეალიზაციო ქსელი, სადაც იყიდებოდა დავით სარაჯიშვილის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია: კონიაკი, არაყი, ღვინო,ლიქიორი, რომი, აბსენტი და სხვა სპირტიანი სასმელები.

1889-1912 წლებში სარაჯიშვილის კონიაკმა საერთაშორისო გამოფენებზე პარიზში, ჩიკაგოში, ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში ოქროს მედლები მოიპოვა.

1913 წელს კომპანიას რუსეთისთვის მაღალხარისხიანი ქართული კონიაკის მრავალწლიანი სტაბილური მიწოდებისთვის იმპერატორის კარის მიმწოდებლის სტატუსი მიენიჭა.

სარაჯიშვილის კომპანიამ წლების მანძილზე მრავალ განსაცდელს გაუძლო: ომებსა და
დარბევებს, აკრძალვებსა და მშრალ კანონებს. მიუხედავად ამისა, მაინც იზრდებოდა და ვითარდებოდა.

1954 წელს თბილისში დასრულდა ახალი საწარმოს მშენებლობა, სადაც კომპანიის კუთვნილ, სხვადასხვა ქალაქში დაცულ მარაგებს მოუყარეს თავი.

საბჭოურ ხანაში დავით სარაჯიშვილის კომპანიის მემკვიდრე გახდა თბილისის კონიაკის ქარხანა, რომელიც 1995 წელს კერძო საკუთრებაში გადავიდა. ახალი მფლობელის
ინიციატივით მას დაუბრუნდა სარაჯიშვილის სახელი. თბილისის კონიაკის ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება "სარაჯიშვილი", რომელიც დღემდე კონიაკის წარმოების ლიდერია საქართველოში.

სარაჯიშვილის სპირტსაცავებში ძველდება უნიკალური ქართული ღვინის სპირტები, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც ასაკით, ისე გეოგრაფიული ადგილწარმოშობით განსხვავდება. მათ შორის ყველაზე ძველი 1893 წელს სოფელ დიღმის ღვინომასალებიდან თავად დავით
სარაჯიშვილის უშუალო ხელმძღვანელობითაა გამოხდილი.

სწორედ სპირტების ეს მდიდარი ბაზა ქმნის კომპანიაში წარმოებული პროდუქციის უნიკალურობას.

სს "სარაჯიშვილი" დღემდე ინარჩუნებს დავით სარაჯიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ კულტურას. საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უძველესი, მრავალფეროვანი სპირტების რეზერვების არსებობა და ტექნოლოგთა პროფესიონალიზმი საშუალებას აძლევს "სარაჯიშვილის სახლს" უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს და ლიდერად დარჩეს.

 #სარაჯიშვილი  #საუკეთესოსაჩუქარი 🥃
26/02/2026

#სარაჯიშვილი #საუკეთესოსაჩუქარი 🥃

31/12/2025

გილოცავთ ახალ 2026 წელს ✨

🎼 ინოლა გურგულიას ვინილის პრეზენტაცია “Sarajishvili Concept Store”-ში 24 დეკემბერს, “Sarajishvili Concept Store”-ში ინოლ...
26/12/2025

🎼 ინოლა გურგულიას ვინილის პრეზენტაცია “Sarajishvili Concept Store”-ში

24 დეკემბერს, “Sarajishvili Concept Store”-ში ინოლა გურგულიას მუსიკა ახალი სიცოცხლით დაბრუნდა. ვინილის პრეზენტაციაზე შეკრებილი სტუმრები შეხვდნენ არტისტებს და ხელმოწერილი, ლიმიტირებული ეგზემპლარები მიიღეს.

Photos for

✨შეხვდი შობა - ახალ წელს სარაჯიშვილთან ერთად ✨
22/12/2025

✨შეხვდი შობა - ახალ წელს სარაჯიშვილთან ერთად ✨

✨ ინოლა გურგულიას მუსიკა, რომელიც თაობებს აკავშირებს ,,სარაჯიშვილის’’ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლით ბრუნდება. დასრულდა მუშ...
19/12/2025

✨ ინოლა გურგულიას მუსიკა, რომელიც თაობებს აკავშირებს ,,სარაჯიშვილის’’ მხარდაჭერით ახალი სიცოცხლით ბრუნდება. დასრულდა მუშაობა ვინილზე, რომლითაც ნამდვილად უკვდავ შემოქმედებას საუკეთესო ქართველი არტისტები სრულიად ახლებურად, სპეციალურად შექმნილი ორიგინალური საორკესტრო ვერსიებით წარმოგვიდგენენ.

24 დეკემბრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ვინილი შეიძინოს “სარაჯიშვილის’’ მაღაზიებში.

📍მის : ჭავჭავაძის გამზირი N62
📍მის : სარაჯიშვილის გამზირი N4

https://distrokid.com/hyperfollow/inolagurgulia/inola„სარაჯიშვილი“ წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას სიმღერების ალბომს, რომელსაც საუკეთესო ახალგაზ....

“სარაჯიშვილი 2026” ახალი ლიმიტირებული საახალწლო პროდუქტი ✨ #სარაჯიშვილი2026  #საუკეთესოსაჩუქარი  #სარაჯიშვილი New Year E...
03/12/2025

“სარაჯიშვილი 2026” ახალი ლიმიტირებული საახალწლო პროდუქტი ✨

#სარაჯიშვილი2026 #საუკეთესოსაჩუქარი #სარაჯიშვილი

New Year Edition Sarajishvili 2026 ✨

Glass Full Of Magic ✨

02/12/2025

Glass Full Of Magic ✨

 #შენცშეგიძლია Anita Rachvelishvili   #სარაჯიშვილი 🥃      Photo -  Style - Ketevan KherkheulidzeMUA -
28/07/2025

#შენცშეგიძლია Anita Rachvelishvili #სარაჯიშვილი 🥃



Photo -
Style - Ketevan Kherkheulidze
MUA -

25/07/2025

#შენცშეგიძლია Anita Rachvelishvili #სარაჯიშვილი

მერაბ დვალიშვილი “სარაჯიშვილის” ქარხანას ესტუმრა 🏆🥃
25/06/2025

მერაბ დვალიშვილი “სარაჯიშვილის” ქარხანას ესტუმრა 🏆🥃

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:00 - 18:00

Telephone

+995322554444

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sarajishvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Sarajishvili:

Share

Category