Calligraphy Winery

Calligraphy Winery Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Calligraphy Winery, Winery/Vineyard, Vazisubani.

ღვინო ვაზისუბანი - დამზადებულია გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მიკროზონაში, ჩვენი მამაპაპისეული ვენახიდან მოწეული რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან💛💚
ტროპიკული ხილის და ატმის არომატები, ციტრუსის მსუბუქი ტონებით

დღეს კალიგრაფის დაბადებისდღეა, ჩვენი მეღვინეობა 2 წლისაა. 🥳🍷ამ ორ წელში იყო სირთულეები, ერთმანეთის გამხნევება და პატარა ...
11/09/2026

დღეს კალიგრაფის დაბადებისდღეა, ჩვენი მეღვინეობა 2 წლისაა. 🥳🍷
ამ ორ წელში იყო სირთულეები, ერთმანეთის გამხნევება და პატარა გამარჯვებები, რომლებიც ერთად განსაკუთრებით გვიხაროდა. გამორჩეული სიხარული პირველივე წელს, International Wine & Spirit Competition - IWSC -ზე მიღებული ვერცხლის მედალი და სულ ცოტა რომ დაგვაკლდა ოქრომდე.
თავად კალიგრაფის დაბადების იდეაც ერთად ყოფნა იყო, ერთად საუკეთესო ღვინის წარმოების.
ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს შევძელით და დიდი მადლობა გვინდა გითხრათ ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენთან ერთად ხართ.
წინ გამოწვევებით და წარმატებებით სავსე გზა გველის.
სიყვარულით Calligraphy Winery ❤️!

ერთად გავემგზავროთ საზაფხულო მოგზაურობაში და შევქმნათ ახალი მოგონებები. 🍷🏖️ #ზაფხული  #კალიგრაფი  #ღვინო  #თეთრიღვინოჩვე...
23/07/2026

ერთად გავემგზავროთ საზაფხულო მოგზაურობაში და შევქმნათ ახალი მოგონებები. 🍷🏖️
#ზაფხული #კალიგრაფი #ღვინო #თეთრიღვინო

ჩვენი ღვინის შეძენა შეგიძლიათ:
8000 მოსავალი / 8000 Vintages
Tbilisi Wine Museum • თბილისის ღვინის მუზეუმი
Wineland

ან დაგვიკავშირდით პირდაპირ. 🍷

ზაფხულის დღეებში ჩაციებული ჭიქა თეთრი ღვინო ყოველთვის კარგი აზრია. კალიგრაფის ვაზისუბანი იქნება თქვენი თანამგზავრი მთაში...
13/07/2026

ზაფხულის დღეებში ჩაციებული ჭიქა თეთრი ღვინო ყოველთვის კარგი აზრია. კალიგრაფის ვაზისუბანი იქნება თქვენი თანამგზავრი მთაში, ბარში, ზღვაზე თუ უბრალოდ მეგობრების წრეში საღამოს სასიამოვნოდ დასამახსოვრებლად.
ჩვენი ღვინის შეძენა შეგიძლიათ:
8000 მოსავალი / 8000 Vintages
Tbilisi Wine Museum • თბილისის ღვინის მუზეუმი
Wineland
ან დაგვიკავშირდით პირდაპირ. 🍷🍷

დღეს Château Mukhrani   შატო მუხრანი მასპინძლობს გამორჩეულ ღვინის ფესტივალს Winecast - Film and Wine Festival, სადაც ჩვე...
05/07/2026

დღეს Château Mukhrani შატო მუხრანი მასპინძლობს გამორჩეულ ღვინის ფესტივალს Winecast - Film and Wine Festival, სადაც ჩვენი მეღვინეობაც დაგხვდებათ. მობრძანდით და მოძებნეთ ჩვენი სტენდი. 🍷
#ღვინო #თეთრიმშრალი #ვაზისუბანი #კალიგრაფი

თუ საქართველოს 8 000-წლიან მეღვინეობის ისტორიას ერთი ადგილი უნდა წარმოადგენდეს, ვაზისუბანი მისი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეულ...
30/06/2026

თუ საქართველოს 8 000-წლიან მეღვინეობის ისტორიას ერთი ადგილი უნდა წარმოადგენდეს, ვაზისუბანი მისი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული სახეა.

კახეთის გულში მდებარე ეს ისტორიული სოფელი საუკუნეების განმავლობაში იყო მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელოვანი კერა. აქვე, X საუკუნეში, აშენდა სანაგირის მონასტერი, რომლის ბერები ვაზს ამუშავებდნენ და ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით აყენებდნენ. სწორედ მონასტრებმა, ქართული მეღვინეობის ცოდნა ყველაზე რთულ ეპოქებშიც შემოინახეს.

ვაზისუბანის მიკროზონა ზღვის დონიდან დაახლოებით 500–600 მეტრზე მდებარეობს, ცივ-გომბორის ქედისა და ალაზნის ველის გავლენით შექმნილი უნიკალური მიკროკლიმატი კი რქაწითელსა და კახურ მწვანეს განსაკუთრებულ ელეგანტურობასა და არომატულ სიღრმეს ანიჭებს. სწორედ ამ ბუნებრივმა პირობებმა აქაურ ღვინოს გამორჩეული რეპუტაცია მოუტანა.

#ღვინო #კალიგრაფი #8000 #ვაზისუბანი

8000 მოსავალი / 8000 Vintages
Tbilisi Wine Museum • თბილისის ღვინის მუზეუმი
Wineland

ვაზისუბანი - ისტორია, რომელიც ღვინოდ იქცა.ვაზისუბანი კახეთის ერთ-ერთი გამორჩეული მეღვინეობის კერაა, რომლის ისტორია საუკუ...
16/06/2026

ვაზისუბანი - ისტორია, რომელიც ღვინოდ იქცა.

ვაზისუბანი კახეთის ერთ-ერთი გამორჩეული მეღვინეობის კერაა, რომლის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ეს ტერიტორია ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება, ხოლო მეღვინეობის ტრადიცია აქ ბევრად უფრო ძველია და საქართველოს 8 000-წლიან უწყვეტ ღვინის კულტურას უკავშირდება.

მე-19 საუკუნეში, როდესაც ქართული ღვინო რუსეთის იმპერიისა და ევროპის ბაზრებზე სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობდა, ვაზისუბანი უკვე ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული ხარისხის თეთრი ღვინოებით. 1891 წელს ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ და მეღვინემ, ივანე მუხრანბატონმა, ვაზისუბანში ევროპული სტილის მარანი და შატო დააარსა, რამაც რეგიონს ახალი სიცოცხლე შესძინა და ქართული მეღვინეობა თანამედროვე განვითარების გზაზე დააყენა.

დღეს ვაზისუბანი დაცული ადგილწარმოშობის დასახელებაა, რომელიც ოფიციალურად 2006 წელს დარეგისტრირდა და მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს ენიჭება. უნიკალური ნიადაგი, კავკასიონის მთებიდან მონაბერი ჰაერი და ალაზნის ველის განსაკუთრებული კლიმატი ქმნის ღვინოს, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობით, სისუფთავითა და დახვეწილი არომატებით.

ყოველი ბოთლი ვაზისუბანი მხოლოდ ღვინო არ არის - ეს არის საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, ტრადიცია და ქართული მეღვინეობის ისტორია, რომელიც დღემდე აგრძელებს საკუთარ თხრობას. სწორედ ამიტომ, ვაზისუბანი რჩება ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საამაყო სახელად. 🍷

ჩვენი ღვინის შეძენა შეგიძლიათ:
8000 მოსავალი / 8000 Vintages
Tbilisi Wine Museum • თბილისის ღვინის მუზეუმი
Wineland
ან დაგვიკავშირდით პირდაპირ. 🍷

ოქროსფერი მზე ჰორიზონტზე, ზღვის მშვიდი ტალღები და მეგობრებთან გატარებული დაუვიწყარი საღამო.ასეთ მომენტებს განსაკუთრებული...
09/06/2026

ოქროსფერი მზე ჰორიზონტზე, ზღვის მშვიდი ტალღები და მეგობრებთან გატარებული დაუვიწყარი საღამო.

ასეთ მომენტებს განსაკუთრებული ღვინო სჭირდება.

Calligraphy Winery - შექმნილი ზაფხულის საუკეთესო ისტორიებისთვის. 🍷☀️🌊

#ღვინო #თეთრიმშრალიღვინო #კალიგრაფი #ზაფხული

შეგახსენებთ ჩვენი ღვინის შეძენა შეგიძლიათ:
8000 მოსავალი / 8000 Vintages
Tbilisi Wine Museum • თბილისის ღვინის მუზეუმი
Wineland
ან დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში.

ჩვენი ვენახი მდებარეობს გურჯაანის რაიონ, სოფელ ვაზისუბანში. ამ ვენახიდან მიღებული მოსავლით ვაყენებთ ადგილწარმოშობის ღვინ...
01/06/2026

ჩვენი ვენახი მდებარეობს გურჯაანის რაიონ, სოფელ ვაზისუბანში. ამ ვენახიდან მიღებული მოსავლით ვაყენებთ ადგილწარმოშობის ღვინო ვაზისუბანს. სამომავლოდ გვინდა მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ვაზისუბნის, როგორც ქართულ ღვინოებში გამორჩეული ადგილწარმოშობის შესახებ. გვეამაყება რომ ბაზარზე სულ რამოდენიმე "ვაზისუბანი" გვხვდება და ჩვენი ღვინო მათ შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.

ჩვენი ღვინის შეძენა შეგიძლიათ:
8000 მოსავალი / 8000 Vintages
Tbilisi Wine Museum • თბილისის ღვინის მუზეუმი
Wineland

#ღვინო #თეთრიმშრალიღვინო #კალიგრაფი
#ვაზისუბანი

მეღვინეობა კალიგრაფის გუნდი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებელ, თავისუფალ და ერთიან საქართველოს გაუ...
26/05/2026

მეღვინეობა კალიგრაფის გუნდი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დამოუკიდებელ, თავისუფალ და ერთიან საქართველოს გაუმარჯოს!
გაუმარჯოს თავისუფლების მოყვარე ქართველ ერს!

ღვინო იწყება იქ,სადაც ვაზი ბედნიერია. 🍇„კალიგრაფი“ - ვაზისუბანი.ჩვენი ღვინის შეძენა შეგიძლიათ:8000 მოსავალი / 8000 Vinta...
23/05/2026

ღვინო იწყება იქ,
სადაც ვაზი ბედნიერია. 🍇

„კალიგრაფი“ - ვაზისუბანი.

ჩვენი ღვინის შეძენა შეგიძლიათ:
8000 მოსავალი / 8000 Vintages
Tbilisi Wine Museum • თბილისის ღვინის მუზეუმი
Wineland
ან დაგვიკავშირდით პირდაპირ.

Address

Vazisubani

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Calligraphy Winery posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share