07/08/2022
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის აგრესიის შესუსტება და საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერება ზოგჯერ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქცევითაც შესაძლებელია.
დღეიდან “კექსი ქალაქურის” შეფუთვაზე დატანილი იქნება წარწერა 20% of Georgia is occupied by Russia.
სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ თავად ვაფინანსებთ ოკუპანტების ყოფნას ჩვენს მიწაზე. არადა, ყველაფერი ძალიან მარტივია.
თითქოს უწყინარი ქმედებით, რუსული ორცხობილის, ტკბილეულის, თუ სხვა პროდუქტების შეძენით ჩვენ რეალურად, კრემლში ვგზავნით თანხებს ახალი ვაზნების შესაძენად, რომ მერე ოკუპანტებმა იარაღი ისევ ჩვენ დაგვიმიზნონ.
ჩვენი პროტესტის მიზანია, მოგიწოდოთ გავაძლიეროთ ერთმანეთი, ხელი შევუწყოთ ქართულ ხარისხიან წარმოებას და შევწყვიტოთ რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაფინანსება.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თუკი ასეთ მცირე დეტალებსაც მივაქცევთ ყურადღებას, რუსეთის მცდელობა, მჩხვლეტავი მავთულხლართებით ხელოვნურად დაგვაშოროს ერთმანეთს, წარუმატებელი იქნება.
ყოველთვის, როცა ევროპულ და ქართულ ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებულ ჩვენს უგემრიელეს კექსს მიირთმევთ, სიამოვნებასთან ერთად სიამაყესაც იგრძნობთ, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ყოველი ტკბილი ლუკმა საქართველოს აძლიერებს.
ხედავთ, რა მარტივია?!
ოკუპაციასთან ბრძოლას ყოველთვის და ყველა მეთოდით აქვს აზრი.
გაამოთ!
#რუსეთიოკუპანტია
❌
[ფოტოები გამოგვიგზავნა მადლიერმა მომხმარებელმა, რომელიც უერთდება ანტისაოკუპაციო მოძრაობას]