24/01/2020
SHEBOLILI RAUCHBIER (ნახევრად მუქი ლაგერი, გაუფილტრავი)
ალკოჰოლი: 5% სიმკვირვე: 14.2% IBU 20 კარბონიზაცია: ზომიერი. დამზადების დრო: 30 დღიდან
ნახევრად მუქი ლუდი, ყავისფერი ელფერით ღია ცეცხლზე შებოლილი ალაოსგან. ამ სტილის ლუდის პირველად ხსენება 1516 წლით თარიღდება. დღესდღეობით აღნიშნული მათრობელა სასმელი ითვლება გერმანული ფრანკონიის სავიზიტო ბარათად. შებოლილი ლუდის - რაუხბირისთვის ალაოს ჩვენი ლუდის მხარშავები სათუთად ბოლავენ აჭარული წიფლის ნაფოტებზე. მისი სწორად დალევა გულისხმობს დალევას დიდი ყლუპებით, ხოლო წასახემსად უნდა დააყოლოთ ხორცი - აუცილებლად შებოლილი ან შემწვარი!
გასინჯეთ, თქვენ ამ არომატს ვერასდროს ვერ დაივიწყებთ.