02/02/2026
(🇬🇪) ნოდარ ნათიძე — საერთაშორისო ეკონომიკის კურსდამთავრებული, უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემების სერტიფიცირებული მენეჯერი, ღვინის ენთუზიასტი და Tezi Winery-ის თანადამფუძნებელი.
კახეთში დავიბადე — ადგილზე, სადაც მიწა ვენახის სურნელს ატარებს და მეღვინეობის ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენს სახლს პატარა მარანი ჰქონდა, ორი ძველი ქვევრით, რომელიც წინაპრებისგან გვერგო. რთველში ბავშვობიდან ვმონაწილეობდი და ამ მომენტებს ჩემს ძმებთან ერთად ვუზიარებდი — დრო, რომელიც ნამდვილ დღესასწაულად მახსოვს.
ჩემი მამიდა ასევე მეღვინე იყო და მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროფესიონალიზმი და ერთგულება ღვინის მიმართ ჩამომიყალიბდა ჩემი დამოკიდებულების საფუძვლად. სწორედ მან მაჩუქა მეღვინეობის შესახებ პირველი წიგნები, რომლებიც დღემდე განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის. საღამოობით მე და ჩემი უმცროსი ძმა ხშირად ვსაუბრობდით იმ მარნის შესახებ, რომელსაც ერთ დღეს საკუთარი ხელებით ავაშენებდით. ეს საუბრები საერთო ოცნებად იქცა. მოგვიანებით, ცხოვრებამ მოულოდნელი მიმართულება მიიღო და ის გარდაიცვალა — თუმცა მისი ხედვა ჩემთან დარჩა.
შემდგომში, ჩემს ახლო მეგობრებთან ერთად, დავუდეთ საფუძველი ქართულ ტრადიციულ ღვინოს და ავაშენეთ მარანი „Tezi“, რომელიც დღეს ჩვენი სიამაყეა. ჩემთვის Tezi ორმაგ მნიშვნელობას ატარებს — ეს არის ჩემი და ჩემი ძმის ოცნების გაგრძელება და სწავლის გზა, რომელსაც ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვაგრძელებ.
(🇬🇧) Nodari Natidze — Graduate of International Economics, certified Security and Fire Safety Manager, wine enthusiast, and co-founder of Tezi Winery.
I was born in Kakheti — a place where the land carries the scent of vineyards and winemaking traditions have been passed down for centuries. Our home had a small cellar with two old qvevris inherited from our ancestors. I took part in the harvest from a young age, sharing those moments with my brothers — times that felt like a true celebration.
My aunt was also a winemaker and worked as a chief wine technologist. Her professionalism and dedication shaped my understanding of wine. She gave me my first books on winemaking, which remain especially meaningful to me. In the evenings, my younger brother and I often talked about the cellar we would one day build with our own hands. Those conversations became a shared dream. Later, life took an unexpected turn, and he passed away — but his vision stayed with me.
Together with close friends, I later laid the foundation for Georgian traditional wine and built the Tezi cellar, which is our pride today. For me, Tezi carries a double meaning — it is a continuation of my brother’s dream and my own, and a learning adventure that I look forward to with my family and friends.