20/09/2026
განახლება მობილშოპის მომხმარებლებისა და ჩვენი გვერდების გამომწერებისთვის
დაახლოებით სამი კვირის წინ გამოვაცხადეთ ჩვენი მობილშოპის გაშვება. სამწუხაროდ, ამ პერიოდში შეგვექმნა ტექნიკური პრობლემა Sellit-ის პლატფორმაზე, რის გამოც მაღაზიის სრულყოფილად გამართვა და ჩვენ მიერ მოთხოვნილი ცვლილებების დროულად ასახვა ვერ ხერხდებოდა.
საკითხის გასარკვევად მივმართეთ Sellit-ს წერილობით და ვითხოვთ ტექნიკური პრობლემის მიზეზის დადგენასა და განმარტებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა მსგავს სიტუაციებში პირდაპირი სატელეფონო ტექნიკური კონსულტაციის შესაძლებლობაც, რადგან ხანგრძლივი ტექნიკური პრობლემის მხოლოდ წერილობით მოგვარება მნიშვნელოვნად ართულებს კომუნიკაციას.
დღეს უკვე ჩანს, რომ ჩვენი მოთხოვნილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო მობილშოპზე აისახა, თუმცა საკითხის საბოლოო ტექნიკურ განმარტებას კვლავ ველოდებით.
მადლობა ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს მოთმინებისა და ნდობისთვის.
Zhorzholiani Trading Ltd
#მობილშოპი