Winery "shilduri"- მეღვინეობა "შილდური"

  • Home
  • Georgia
  • Kvareli
  • Winery "shilduri"- მეღვინეობა "შილდური"

Winery "shilduri"- მეღვინეობა "შილდური" საოჯახო მეღვინეობა "შილდური" _ Bio მევენახეობა, ნატურალური ღვინის წარმოება. Family winery Shilduri მევენახეობა, ღვინის წარმოება.

საოჯახო მეღვინეობა შილდური - მცირე მარნების ანთოლოგია - მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარ...
03/07/2026

საოჯახო მეღვინეობა შილდური - მცირე მარნების ანთოლოგია

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?
- პირველ რიგში „მეღვინე“ სასიამოვნოა...
მე და ჩემმა ოჯახმა, მამაპაპისეულ მიწაზე ვენახი 2018 წელს გავაშენეთ. სამეწარმეო საქმიანობა და ამ მიზნით ღვინის წარმოება 2022 წელს დავიწყეთ. ისტორიულად ჩემი წინაპრები(პაპები) კარგ ღვინოს აყენებდნენ. პაპა კალატოზი იყო და გადმოცემით მსმენია, რომ საქეიფოდ საკუთარი ღვინით დადიოდაო. მარანი ტიპიური კახურია, სახლის პირველ სართულზეა, გვაქვს 11 სხვადასხვა ზომის ქვევრი. სახელწოდება „შილდური“ კუთხის და სოფლის სიყვარულით არის ნაკარნახევი, ხოლო მარნის შექმნის მოტივაცია ჩემს ოთხ შვილს, ოთხივე გოგონას უკავშირდება.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?
- მოგეხსენებათ სოფელი შილდა ქინძმარაულის ზონაში მდებარეობს და ჩვენც აქცენტი საფერავზე გავაკეთეთ, თუმცა თეთრი საღვინე ყურძნები რქაწითელს და ქისს ვამუშავებთ. მიმაჩნია რომ არ უნდა დავარღვიოთ ზონალური პრინციპი და ღირებულებები. პერსპექტივაში დაინტერესებული ვართ ჯავახეთის მწვანის წარმოებით. რიტუალს რაც შეეხება - აუცილებელია რთველში მთელი ოჯახი მონაწილეობდეს და ბოლოს ვაზებში ვინმე წავაქციოთ, გავაგოროთ.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ამ ეტაპზე ორი სახის ღვინოს ვაწარმოებთ: საფერავს და ქისს. ღვინოების უპირატესობაა, რომ ყურძნის მოყვანიდან ბოთლში ჩამოსხმამდე არ ვერევით მინერალებით და ხელოვნური დანამატებით. ნიადაგის ნაყოფიერებისთვის ვიყენებთ სიდერატებს, დაღვინება კი პრაქტიკულად ჩაურევლად მიმდინარეობს.
- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?
- რთველი უკვე შედეგია, სასიამოვნო და საყვარელი პროცესი კი ვაზის მოვლაა. იცით რამდენჯერ უნდა მივიდეს ადამიანი თითო ვაზთან? 33-ჯერ.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- ყველაზე საამაყოა მაღაზიიდან(შემფასებლისგან) მიღებული დეგუსტაციის დადებითი პასუხი. ჩვენ უმეტესად ურთიერთობა გვაქვს ბუნებრივი, ნატურალური ღვინის მაღაზიებთან და ბარებთან, იმ სეგმენტთან რომელიც ჩვენს სამიზნე ბაზარს წარმოადგენს(სამწუხაროდ ასეთი ცოტაა) თუმცა ისეთი ქსელები როგორიც „8000 მოსავალია“ აუცილებელია და დადებით საქმე აკეთებენ.
- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
- ჯერ-ჯერობით ჩვენი ღვინოები უცხოეთის ბაზარზე ვერ გაგვაქვს, იმედია ამ დეფიციტს მალე შევავსებთ.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- სირთულეს ღვინის სფეროში წარმოადგენს ბუნებრივი და ინდუსტრიულ ღვინის ხარისხობრივი დიფერენციაცია. საჭიროა ბუნებრივი ღვინის მეტი პოპულარიზაცია და ღვინის ფალსიფიკატორების მიმართ რეგულაციები.
- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?
- მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად ზრუნვა ნიადაგის გაკეთილშობილებით უნდა დავიწყოთ, მნიშვნელოვანია ვაზის მოვლის საშუალებების ხარისხის კონტროლი, ხოლო მევენახე-მეღვინემ პრაქტიკული ცოდნა თეორიით უნდა გაამყარონ.
- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- ქართული ღვინის კულტურის ფაქტიურად მაღალ დონეზე დგომის და განვითარებისათვის ღვინის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა საჭირო, რაც იმას გულისხმობს, რომ ვიწრო მატერიალურ ღირებულებებს არ უნდა ვანაცვალოთ ღვინის ხარისხი.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- აუცილებელია რომ ვაზი შეიყვარონ და დიდი მოთმინებით აკეთონ საქმე.
მარნის მისამართი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი შილდა
ელფოსტა: [email protected]
გამოქვეყნებულია 17 სექტემბერი, 2024 - 19:43 https://vinoge.com/mcire-marnebis-anTologia/meRvineoba-Silduri-mcire-marnebis-anTologia-121

14/06/2026

Სიდერატების მულჩირება
Mulching of green manure

07/06/2026

🌹 Ვარდი, მდოგვი და ვაზი ერთად შედის ყვავილში🍷
The mustard, the mustard, and the vine come together in a flower


@მხურვალე გულშემატკივრები @

02/06/2026
30/05/2026

🍷 Მარანშია საქმე: ქვევრის პირების მოპირკეთება და იატაკის დაგება

27/05/2026

წყალბადის ზეჟანგით ჩავატარეთ მეორე წამლობა.
გიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

We did a second treatment with hydrogen peroxide.
We share our impressions with you.

  "შილდური" - არომატი და კლასიკა ქვევრიდან ბოთლში;  მაღრაანის - ნახევრად ტკბილი, ტრადიციული ტანინებით;  - სიმსუბუქე და ხ...
21/05/2026

"შილდური" - არომატი და კლასიკა ქვევრიდან ბოთლში;
მაღრაანის - ნახევრად ტკბილი, ტრადიციული ტანინებით;
- სიმსუბუქე და ხალისი, ევროპული ტექნოლოგია;
ვარდისფერი ღვინო - ზაფხულის ხალისი, 100% საფერავი.

WinExpo Georgia 2026
20/05/2026

WinExpo Georgia 2026

🍷 აღმოაჩინეთ ქართული ღვინის მთელი ინდუსტრია ერთ სივრცეში

გელოდებით მეღვინეებს, სომელიეებს, მევენახეებს, დარგით დაინტერესებულ პირებსა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს 5-6-7 ივნისს, ექსპოჯორჯიაში.

მეტი ინფორმაცია გამოფენის შესახებ: https://winexpo.ge/ka/

🍷ვარდისფერი საფერავი _ ჩვენი მეღვინეობის საექსპერიმენტო პროდუქტია. მიღებულია 100% საფერავის ჯიშის ყურძნისგან. 20-21% შაქ...
07/05/2026

🍷ვარდისფერი საფერავი _ ჩვენი მეღვინეობის საექსპერიმენტო პროდუქტია. მიღებულია 100% საფერავის ჯიშის ყურძნისგან. 20-21% შაქრიანობით დაწურული საფერავის პირველადი წვენი ჭაჭიდან განცალკევების შემდეგ უჟანგავი ფოლადის კასრში განაგრძობს დუღილს. ბუნებრივი ფილტრაცია ზამთრის გარე ტემპერატურის პარალელურად წარიმართა და მუქი ვარდისფერი შეფერილობით ჩამოყალიბდა. დუღილის და დავარგების პროცესში არ გამოიყენება ხელოვნური საფუარები და გოგირდის დიოქსიდი, ღვინო გაუფილტრავია.
🍷Pink Saperavi _ is an experimental product of our winery. It is obtained from 100% Saperavi grape variety. The primary juice of Saperavi, pressed with 20-21% sugar content, continues to ferment in stainless steel barrels after separation from the lees. Natural filtration took place in parallel with the winter outdoor temperature and formed a dark pink color. No artificial yeasts and sulfur dioxide are used in the fermentation and maturation process, the wine is unfiltered.

Address

Shilda, Nekresi Street, 29th Street, Lane I
Kvareli
4800

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Winery "shilduri"- მეღვინეობა "შილდური" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Winery "shilduri"- მეღვინეობა "შილდური":

Share