15/01/2026
«Nestlé Georgia» ნებაყოფლობით ახორციელებს ბავშვთა კვების პროდუქციის შეზღუდული რაოდენობის გაწვევას საქართველოს ტერიტორიაზე — გარკვეული პარტიების რძის მშრალი, სწრაფად ხსნადი ნარევები, რომლებიც მიეწოდებოდა საქართველოს და წარმოებული იყო 04.05.2025-დან 22.10.2025-მდე პერიოდში:
•NAN® 1 OPTIPRO® 800 г — 51490346AA, 51750346AB, 51810346AA პარტიები
•NAN® 2 OPTIPRO® 400 г —51550017A1, 52920017A1 პარტიები
•NAN® 2 OPTIPRO® 800 г — 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1 პარტიები
•NAN® 2 OPTIPRO® 1050 г — 5218167821, 5256167811 პარტიები
მოცემული გაწვევა ხორციელდება სიფრთხილის ზომიდან გამომდინარე და წარმოადგენს ბავშვთა კვების გარკვეული პარტიების გლობალური ნებაყოფლობითი გაწვევის ნაწილს.
პროდუქციის გაწვევის გადაწყვეტილება მიღებულია სიფრთხილის ზომიდან გამომდინარე და კომპანიის მკაცრი ხარისხისა და უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად.
თუ თქვენ შეიძინეთ გასაწვევი პარტიების სიაში მითითებული პროდუქტი, გთხოვთ, შეწყვიტოთ მისი გამოყენება. ანაზღაურებისა და კომპენსაციის სრული ინსტრუქცია გამოქვეყნებულია მოცემულ ანგარიშზე.
გთხოვთ, თვალყური ადევნოთ განახლებებს. თუ კონსულტაცია გჭირდებათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოცემულ მისამართზე: [email protected]
გაწვევა არ ეხება სხვა პარტიების პროდუქციას და Nestlé-ს მიერ საქართველოში წარმოდგენილ ნებისმიერ სხვა ბავშვთა კვების პროდუქტებს.
გულწრფელად ვიხდით ბოდიშს ჩვენს მომხმარებლებს მიყენებული უხერხულობისთვის. ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია.