24/06/2026
სიხარულით გიზიარებთ ნადიმის მესამე, სრულ ეპიზოდს - ბუნებრივი ღვინო - ილიადან დღემდე 💥💥
სრული ეპიზოდი პირველ კომენტარში 👇
🍇ყველა ღვინო ბუნებრივია, რომელიც ყურძნის წვენისგან მზადდება?
🍇რა არის ტერუარი და როგორ აირეკლავს მას ბუნებრივი ღვინო?
🍇იცვლება თუ არა გემოვნება და ღვინის სტანდარტები მას შემდეგ, რაც ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებში ბუნებრივი მეღვინეობის მოძრაობა გაძლიერდა?
🍇რა გზა გაიარა ნატურალურმა ღვინომ საქართველოს სპეციფიკური ტერუარებიდან ყველაზე აღიარებულ რესტორნებამდე, ბარებამდე და გამოფენებამდე?
ამ და სხვა საკითხებზე დისკუსიას დავუთმეთ „ნადიმის“ მესამე ეპიზოდი, რომლის სტუმრები არიან ბუნებრივი ღვინის დიდი თემის, ასოციაცია ბუნებრივი ღვინის "დამფუძნებელი მამები"
☘️ Ramaz Nikoladze ("ნიკოლაძეების მარანი") და
☘️ Zurab Topuridze (Iberieli).
ეპიზოდის მხარდამჭერია ასოციაცია ბუნებრივი ღვინო - Natural Wine Association
დისკუსიის დროს დავაჭაშნიკეთ
🍷 რამაზ ნიკოლაძის ციცქა-ცოლიკოური 2024. თეთრი, მშრალი. დადუღებული და დავარგებული უდედოდ, ქვევრში, ნახშირღელე, იმერეთი
🍷 რამაზ ნიკოლაძისვე სოლიკოური 2024. ქარვისფერი, მშრალი. დადუღებული და დავარგებული ქვევრში, სრულ ჭაჭაზე, ნახშირღელე, იმერეთი.
#ღვინო #ბუნებრივიღვინო #ორგანულიღვინო #ბიო #ბიოღვინო #ბუნება #ბიომრავალფეროვნება #ნადიმი #ნადიმიპოდკასტი #მარანი #ვენახი #ვაზი #ქვევრი #ტერუარი #ეკოსისტემა #ბუნებრივი