Shvidi Wine LLC

Directions Website Contact the business

Shvidi Wine LLC ღვინის დამხმარე მასალებისა და საწარმოო ინვენტარის იმპორტი-რეალიზაცია

კომპანია "შვიდი ვაინი" თავაზობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს სხვადასხვა დამხმარე მასალებს, საწარმოო ინვენტარს და დანადგარებს. ასევე, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელს კვალიფიციური მომსახურების სხვადასხვა პაკეტებითა და ტექნოლოგიური კონსულტაციით.

კომპანიის ძირითადი წარსული დაკავშირებულია შპს "შვიდთან", რომელიც 20 წელია მოღვაწეობს საკვები ინგრედიენტების ბიზნესში.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინგრედიენდების იმპორტი მალევე გახდა კომპანიის ერთ-ერთი აქტუალური და პრიორიტეტული მიმართულება
2001 წლიდან ღვინის დამხმარე მასალების კუთხით კომპანიის პარტნიორი ხდება ფრანგული ფირმა IOC (შამპანის ენოლოგია) რომელიც დღემდე ამარაგებს საქართველოს ღვინის საწარმოებსა და მარნებს საჭირო მასალებითა და ინვენტარით. შპს 'შვიდს" არაერთხელ აქვს ჩატარებული სემინარები და მასტერკლასები შესაბამისი პროდუქციის ტექნოლოგიური სქემების განხრით ფრანგ სპეციალისტებტან ერთად.

2007 წლიდან კომპანიის პარტნიორი გახდა ჩეხური კომპანია Hobra Skolnik რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ფილტრებს, დამხმარე აგენტებს და ფილტრაციის დანადგარებს. ამ ფირმის პროდუქციას დღემდე აქტიურად მოიხმარს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები.
2008 წლიდან კომპანია "შვიდი" ანხორციელებს მუხის კასრების, ბურბუშელების ტკეჩების იმპორტს საფრანგეთიდან. ამ განხრით იგი პარტნიორობს ფრანგულ კომპანიებთან - Tonnelerie de Jarnac და RTM Agro
2011 წელს შპს შვიდის პარტნიორი ხდება ფრანგული კომპანია Lallemad - მიკრობიოლოგიური დამხმარე მასალების (საფუვრები, ენზიმები, ბაქტერიები) ლიდერი მსოფლიო ბაზარზე, Lallemand ის პროდუქციამ მალევე მოიკიდა ფეხი საქართველოში და შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ღვინის ხარისხის განვითარებაში.

2012 წლიდან შპს შვიდი იწყებს მუშაობას ღვინის საწარმოო დანადგარებზე, როგორც ინდუსტრიული, ისე სამოყვარულო მეღვინეობის მიმართულებით. მისი პარტნიორები ხდებიან იტალიური კომპანიები: Fratelli Marchisio, Ferrari Group, Spagni და სხვა.

ამავე წელს კომპანია ერთვება სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ღვინის მარნის ტექნიკური პროექტირებისა და კომპლექტაცია/ინსტალაციის განხრით.

2014 წლიდან კომპანია იწყებს თამანშრომლობს იტალიურ ფირმასთან Valvoinox (ონკანები, გადამყვანები, სადებები), რომელიც ავსებს კომპანიის ასორტიმენტს აუცილებელი საწარმოო წვრილმანებით.

პარტნიორი კომპანიების დახმარებით შპს "შვიდი" რეგულალურად აწყობს ღვინის ტექნიკურ საწარმოო ტურებს ევროპის ქვეყვებში (იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი), სადაც მონაწილეობას იღებენ ქართველი მეღვინე-სპეციალისტები და დარგის ექსპერტები.

ასევე შპს "შვიდი" აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, სადაც წარმოაჩენს პარტნიორი კომპანიების პროდუქციასა თუ სხვადასხვა სერვისებს.
2015 წლის ბოლოდან, საფუძვლიანი ანალიზის შედეგად მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ შპს "შვიდის"მეღვინეობის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნას ახალი, დამოუკიდებელი კომპანია შპს "შვიდი ვაინი".

კომპანია უკვე მუშაობს ახალ პროექტებზე, რომელსაც უახლოეს მომავალში წარუდგენს საქართველოს ღვინის მწარმოებელსა თუ მომხმარებელს.

📢 გვინდა გაცნობოთ, რომ უკვე მზად ვართ მოთხოვნების განსახილველად რთველის სეზონისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების კუთხით. ...
25/08/2026

📢 გვინდა გაცნობოთ, რომ უკვე მზად ვართ მოთხოვნების განსახილველად რთველის სეზონისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების კუთხით.

გვაქვს განახლებული ასორტიმენტი და სრული მზადყოფნა შეკვეთების დასამუშავებლად.

შეგახსებენთ, რომ ვთანამშრომლობთ:

🍇 ყურძნის მიღება-გადამუშავების სისტემები: CMA (იტალია)

🍇 მემბრანული წნეხი: SK Press (სლოვენია)

🍇 დურდოსა და ღვინის ტუმბოები - Liverani (იტალია)

🍇 უჟ. ფოლადის ჭურჭელი: TMINOX (ბულგარეთი), F'll Marchisio (იტალია)

🍇 მუხის ჭურჭელი : Tonnellerie De Jarnac (საფრანგეთი)

გარდა ამისა, გთავაზობთ მარნის ინვენტარის სრულ ასორტიმენტს და ტექნოლოგიური გადაწყვეტების გზებს.

🍷 დაგვიკავშირდით:

[email protected]
0322 30 67 73
+995 599 11 59 29

ასევე, გვეწვიეთ მისამართებზე:

📍თბილისი, წყალსადენის 20

📍თელავი, აღმაშენებლის ქ. N 29 ა

📍ქუთაისი, 9 აპრილის 3

✉️ [email protected]
📞 511300977
🌍 www.shvidiwine.com

📢 გვინდა გაცნობოთ , რომ კომპანია “შვიდი ვაინი” სრული მზადყოფნით ხვდება რთველის სეზონს!🍷  ჩვენს ფილიალებში უკვე სრულად გა...
21/08/2026

📢 გვინდა გაცნობოთ , რომ კომპანია “შვიდი ვაინი” სრული მზადყოფნით ხვდება რთველის სეზონს!

🍷 ჩვენს ფილიალებში უკვე სრულად განახლდა ღვინის დამხმარე მასალების მარაგი მსოფლიო ლიდერი პარტნიორი კომპანიებისგან:

🍇 Lallemand (კანადა/საფრანგეთი)

🍇 IOC (Institut Oenologique de Champagne, საფრანგეთი)

გარდა უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ:
💡 სასურველი ტექნოლოგიური პროექტის დაგეგმვაში;
💡 დამხმარე მასალების სწორ შერჩევასა და მათი ტექნოლოგიური სქემების განხილვაში.

ენდეთ პროფესიონალებს და გახადეთ თქვენი რთველი კიდევ უფრო წარმატებული! 🥂

დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის ან ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს:

📍 თბილისი, წყალსადენის 20

📍 თელავი, აღმაშენებლის ქ. N 29 ა

📍 ქუთაისი, 9 აპრილის 3

✉️ [email protected]

📞 511 30 09 77

🌍 www.shvidiwine.com

Shvidi Wine LLC & partners at WineExpo 2026
12/06/2026

Shvidi Wine LLC & partners at WineExpo 2026

02/06/2026
📢  გვაქვს გაყიდვაში უკრაინული წარმოების ღვინის ასეპტიკური, სინთეთიკური კონტეინერები, (ე.წ. Bag In Box)🍷 ინდუსტრიული გამო...
28/05/2026

📢 გვაქვს გაყიდვაში უკრაინული წარმოების ღვინის ასეპტიკური, სინთეთიკური კონტეინერები, (ე.წ. Bag In Box)

🍷 ინდუსტრიული გამოყენების პარალელურად კონტეინერები პრაქტიკულია სითხეების შესანახად, გადასატანად, საპიკნიკედ და ა.შ.

🍷 კონტეინერები არის კვებითი გამოყენების, არის მრავალფენიანი სინთეთიკა (PE) მეტალიზებული ზედაპირით (Met Pet). არის მტკიცე და უძლებს 4 დან 90 C მდე ტემპერატურას.

🍷 აქვს მოხსნადი პლასმასის ონკანი სითხის გადმოსასვლელად.

ასორტიმენტში გვაქვს ტევადობები:

3 ლიტრიანი - 3 ლარი
5 ლიტრიანი - 4 ლარი
10 ლიტრიანი - 6 ლარი
20 ლიტრიანი - 7 ლარი

დაგვიკავშირდით:

📍თბილისი, წყალსადენის 20
📍თელავი, აღმაშენებლის ქ. N 29 ა
📍ქუთაისი, 9 აპრილის 3
✉️ [email protected]
📞 511300977
🌍 www.shvidiwine.com

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამა წლის 10-14 მაისს, „შვიდი ვაინის“ ორგანიზებით,  შედგა მორიგი სასწავლო-ტექნიკური ვიზიტი სა...
16/05/2026

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამა წლის 10-14 მაისს, „შვიდი ვაინის“ ორგანიზებით, შედგა მორიგი სასწავლო-ტექნიკური ვიზიტი საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს წამყვანი ღვინის საწარმოების მეღვინე-ტექნოლოგები.

ვიზიტი განხორციელდა ჩვენი პარტნიორი კომპანიის IOC-ის (შამპანის ენოლოგიის ინსტიტუტი) ორგანიზებით და მასპინძლობით.

სასწავლო - პრაქტიკული პროგრამა მოიცავდა რამდენიმე საკვანძო სემინარსა თუ ტექნიკურ ტურს:

🍇 IOC და Lallemand სემინარი: რომელიც მიეძღვნა ინოვაციური დამხმარე მასალებისა და უახლესი ტექნოლოგიური სქემების გაცნობას, რომლებსაც გვთავაზობენ პარტნიორები ქართული ბაზრისთვის. თეორიული ნაწილის პარალელურად ჩატარდა სპეციალური ფორმატის შედარებითი დეგუსტაციები.

🍇 კომპანია Enodia-ს სემინარი: სადაც ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა დეტალურად მოესმინა ღვინის კრისტალური სტაბილიზაციის თანამედროვე მეთოდის (ელექტროდიალიზი) და pH-ის კორექტირების უახლესი ტექნოლოგიების შესახებ.

🍇 ვიზიტი Lallemand-ის ლაბორატორიაში: სადაც მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ღვინის ბიოტექნოლოგიის მიმართულებით (საფუვრები, ბაქტერიები, ენზიმები, ინაქტივირებული საფუვრები და ა.შ.) მიმდინარე განსაკუთრებულ კვლევებსა და ანალიზებს.

🍇 ტექნიკური ტური ლანგედოკ-რუსილიონის (Languedoc-Roussillon) რეგიონში: სადაც მოეწყო ვიზიტები ადგილობრივ საწარმოებში და ჩატარდა რეგიონალური სტილის ღვინოების დეგუსტაცია.

კომპანია „შვიდი ვაინი“ მსგავს პროფესიულ ღონისძიებებს რეგულარულად ატარებს და პარტნიორ მეღვინეებს საინტერესო სიახლეებს ახლო მომავალშიც შემოგთავაზებთ! 🍷

🍇 შეგახსენებთ, რომ  ვაგრძელებთ თანამშრომლობას იაპონურ კომპანიასთან  - ROKI TECHNO (www.rokitechno.co.jp), 🇯🇵  რომელიც სპ...
10/12/2025

🍇 შეგახსენებთ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას იაპონურ კომპანიასთან - ROKI TECHNO (www.rokitechno.co.jp), 🇯🇵 რომელიც სპეციალიზებულია მიკროფილტრაციის ტექნოლოგიებზე 1978 წლიდან.

🍇 ROKI TECHNO აწარმოებს მემბრანულ კარტრიჯებს როგორც კვების მრეწველობისთვის (ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები), ასევე ფარმაცევტიკა / კოსმეტიკის განხრით და სხვა ინდუსტრიებისთვის.

🍇 ღვინო და ალკოჰოლური სასმელები კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

🍇 გვაქვს გაყიდვაში სხვადასხვა ტიპის მიკროფილტრაციის სანთლები, როგორც პროდუქტის სტერილიზაციისთვის, ასევე ჩამოსხმის პრეფილტრაციისთვის და სხვა ტექნოლოგიური დანიშნულების.

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:

📍 თბილისი, წყალსადენის 20
📍 თელავი, აღმაშენებლის 29
📍 ქუთაისი, 9 აპრილის 3

✉️ [email protected]
📞 0322306773
🌍 www.shvidiwine.com

Address

წყალსადენის ქუჩა N 20
Tbilisi
0153

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Shvidi Wine LLC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Shvidi Wine LLC:

Shortcuts

Share

Category