Puratos Georgia

Directions

Puratos Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Puratos Georgia, Food & Drink, V. Dolidze Str. # 42, Tbilisi.

ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ კლიენტებთან და მომხმარებლებთან - მათ ვთავაზობთ ინოვაციურ და კრეატიულ გადაწყვეტილებებს საცხობი, საკონდიტრო, ტკბილეულისა და შოკოლადის წარმოების სფეროში.

თქვენი მომხმარებლები ეძებენ ბრიოშის ფუნთუშას გამორჩეული გემოთი და რბილი ტექსტურით. თქვენ კი გჭირდებათ გადაწყვეტა, რომელი...
12/10/2026

თქვენი მომხმარებლები ეძებენ ბრიოშის ფუნთუშას გამორჩეული გემოთი და რბილი ტექსტურით. თქვენ კი გჭირდებათ გადაწყვეტა, რომელიც იდეალურად ერგება თქვენს წარმოებას.
Easy Brioche Burger გეხმარებათ შექმნათ რბილი, ოდნავ ტკბილი ფუნთუშები სტაბილური ხარისხითა და ხანგრძლივი სიახლით. მარტივად გამოსაყენებელი მიქსი ასევე გაძლევთ საშუალებას შეამციროთ ცხიმის შემცველობა რეცეპტში ისე, რომ შეინარჩუნოთ ბრიოშისთვის დამახასიათებელი გემო და ტექსტურა.
ამარაგებთ ბურგერების რესტორნებს თუ ამზადებთ შიგთავსიან ფუნთუშებს საკუთარი დახლისთვის, შექმენით შეთავაზება, რომელიც პასუხობს თქვენი მომხმარებლის საჭიროებებს, კლასიკური ბურგერის ფუნთუშებიდან დაწყებული, მცირე ზომის „სლაიდერებით“ დამთავრებული.
დაუკავშირდით პურატოსის წარმომადგენელს Easy Brioche Burger-ის შესაკვეთად და თქვენი მომხმარებლისთვის სასურველი რეცეპტის შესარჩევად.

თქვენი მომხმარებლები ელიან სიახლეს თითოეულ ნაჭერში. თქვენ კი გჭირდებათ სტაბილური ხარისხი თითოეულ პარტიაში.პურატოსის Easy...
08/10/2026

თქვენი მომხმარებლები ელიან სიახლეს თითოეულ ნაჭერში. თქვენ კი გჭირდებათ სტაბილური ხარისხი თითოეულ პარტიაში.
პურატოსის Easy Toast ეხმარება ორივე მხარეს. შექმნილია შეფუთული ტოსტის პურისთვის (პირდაპირი ცომის მეთოდით მომზადებისას). ეს მოსახერხებელი საცხობი მიქსი უზრუნველყოფს ცომის უფრო მარტივ დამუშავებასა და სტაბილურობას, ამავდროულად ანიჭებს მას ერთგვაროვან გულსა და ხანგრძლივ სიახლეს.
თქვენი საცხობისთვის ეს ნიშნავს პრაქტიკულ გადაწყვეტას ყოველდღიური წარმოებისთვის. თქვენი მომხმარებლისთვის კი, ხარისხიან ტოსტის პურს, რომელიც ინარჩუნებს სიახლეს ვარგისიანობის მთელი ვადის განმავლობაში და მზადაა საუზმისთვის, სენდვიჩებისა და ყოველდღიური კვებისთვის.
დაუკავშირდით პურატოსის წარმომადგენელს პროდუქტის დეტალებისთვის, შეკვეთისა და ტოსტის პურის წარმოებაში მხარდაჭერის მისაღებად.

შემოიტანეთ იტალიური გემო თქვენს საცხობში და გააფართოეთ ასორტიმენტი.პურატოსის Easy Ciabatta-ს მეშვეობით შექმენით იტალიური...
06/10/2026

შემოიტანეთ იტალიური გემო თქვენს საცხობში და გააფართოეთ ასორტიმენტი.
პურატოსის Easy Ciabatta-ს მეშვეობით შექმენით იტალიური სტილის პური ხრაშუნა ქერქითა და ჰაეროვანი, ფოროვანი გულით. ეს არის მოსახერხებელი მიქსი, რომელიც აერთიანებს მომზადების სიმარტივესა და იმ დახვეწილ ხასიათს, რასაც მომხმარებელი ჩიაბატასგან ელის.
დიდი ზომის პურებიდან დაწყებული, ინდივიდუალური სენდვიჩის პორციებით დამთავრებული, აღმოაჩინეთ სხვადასხვა ფორმატი თქვენი დახლისთვის, კაფეს მენიუსთვის თუ ფუდსერვისის მომხმარებლებისთვის. შეუხამეთ ის პიკანტურ შიგთავსს ან უბრალოდ მიირთვით ზეითუნის ზეთთან ერთად, რათა პურის გემო სრულად გაიშალოს.
დაუკავშირდით პურატოსის წარმომადგენელს პროდუქტის აღმოსაჩენად.

ტრენდების სტატია | რატომ იპყრობს ბუნებრივი საფუარი ასეთ დიდ ყურადღებას?ბევრი ადამიანისთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო...
29/09/2026

ტრენდების სტატია | რატომ იპყრობს ბუნებრივი საფუარი ასეთ დიდ ყურადღებას?
ბევრი ადამიანისთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პური. ბუნებრივი საფუარი ასახავს ტრადიციას, ოსტატობას, შემოქმედებითობასა და ერთიანობის განცდას. არტიზანული საცხობებიდან და ენთუზიასტი სახლის მეპურეებიდან დაწყებული, საზოგადოებრივი ღონისძიებებითა და სოციალური შეხვედრებით დამთავრებული, ბუნებრივი საფუარი ადამიანებს მოულოდნელი გზებით აერთიანებს.
რადგან მომხმარებლები კვლავ ეძებენ საკვების მიღების აუთენტურ გამოცდილებას, ბუნებრივი საფუარი რჩება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საკონდიტრო ტრენდად მთელ მსოფლიოში. მისი მიმზიდველობა სცდება უშუალოდ პურის ფარგლებს და არ აპირებს შენელებას.
აღმოაჩინეთ, რა განაპირობებს ბუნებრივი საფუარის პოპულარობის ზრდას: https://bit.ly/3VmRjoP

სტატია | რა ხდის ბუნებრივი საფუარის პურს თქვენთვის საუკეთესოდ: ქერქი, გემო თუ ტექსტურა? 🥖მომხმარებლებს ბუნებრივი საფუარი...
25/09/2026

სტატია | რა ხდის ბუნებრივი საფუარის პურს თქვენთვის საუკეთესოდ: ქერქი, გემო თუ ტექსტურა? 🥖
მომხმარებლებს ბუნებრივი საფუარი უყვართ მისი მდიდარი გემოს, უნიკალური ტექსტურისა და აუთენტური ხასიათის გამო. თუმცა, რადგან მოთხოვნა იზრდება, საცხობებს სჭირდებათ ინოვაციური გზები ბუნებრივი საფუარის დიდ მასშტაბებში საწარმოებლად, იმ ხარისხის შენარჩუნებით, რასაც ხალხი იცნობს და აფასებს.
ფერმენტაციის მართვიდან წარმოების ეფექტიანობამდე, თანამედროვე მეპურეები პოულობენ ახალ გზებს ცობის ტრადიციული გამოცდილებისა და თანამედროვე პროცესების გასაერთიანებლად.
გაიგეთ, როგორ მიაქვთ სამრეწველო საცხობებს აუთენტური ბუნებრივი საფუარის პური იმაზე მეტ მომხმარებლამდე, ვიდრე ოდესმე: https://bit.ly/46CEBob

სტატია | ბუნებრივი საფუარი იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.თითოეული პურის მიღმა დგას ფერმენტაციის პროცესი, რომელიც...
24/09/2026

სტატია | ბუნებრივი საფუარი იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
თითოეული პურის მიღმა დგას ფერმენტაციის პროცესი, რომელიც ქმნის იმ გემოს, ტექსტურას, არომატსა და ხასიათს, რაც ბუნებრივ საფუარს ასე განსაკუთრებულს ხდის.
გაინტერესებთ, რა ხდის ბუნებრივ საფუარს განსხვავებულს და რატომ უყვართ ის მომხმარებლებს ასე ძალიან? ჩვენი სრული გზამკვლევი მოიცავს ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ. ბმული პროფილში 🔗

სტატია | რა არის ზუსტად ბუნებრივი საფუარი და რატომ უბრუნდებიან მომხმარებლები მას კვლავ და კვლავ?მდიდარი გემოთი, უნიკალურ...
22/09/2026

სტატია | რა არის ზუსტად ბუნებრივი საფუარი და რატომ უბრუნდებიან მომხმარებლები მას კვლავ და კვლავ?

მდიდარი გემოთი, უნიკალური ტექსტურითა და ფერმენტაციის ტრადიციული პროცესით ცნობილი ბუნებრივი საფუარი კვლავ აგრძელებს მეპურეებისა და პურის მოყვარულების შთაგონებას მთელ მსოფლიოში.
ხართ ცობის პროფესიონალი თუ უბრალოდ კარგი პურის ენთუზიასტი, ჩვენი გზამკვლევი გაგაცნობთ ბუნებრივი საფუარის საფუძვლებსა და იმ მიზეზებს, რის გამოც ის ასეთ პოპულარობას ინარჩუნებს.

წაიკითხეთ მეტი: https://bit.ly/4xu8MtE

მარტივი საცხობი წასახემსებელი კიდევ უფრო საინტერესო ხდება ტექსტურისა და ინგრედიენტების სწორი კომბინაციით.ეს მარცვლებიანი...
15/09/2026

მარტივი საცხობი წასახემსებელი კიდევ უფრო საინტერესო ხდება ტექსტურისა და ინგრედიენტების სწორი კომბინაციით.
ეს მარცვლებიანი ჩხირები აერთიანებს ხრაშუნა ტექსტურასა და მარცვლეულისა თუ თესლების უხვ საფარს, რაც პრაქტიკულ ფორმატს ქმნის „სკოლაში დაბრუნების“ სეზონისთვის. 🎒📚
Mimetic 32A ეხმარება იმ ხრაშუნა, სასიამოვნო ტექსტურის მიღწევაში, რაც პროდუქტს ახასიათებს, ხოლო S500 ინარჩუნებს ცომის გამძლეობასა და სტაბილურ შედეგებს გამოცხობის მთელ პროცესში.
შედეგი არის ხრაშუნა, მარცვლებით მდიდარი ჩხირი არტიზანული გარეგნობით, რომელიც შემუშავებულია საცხობში საიმედო შედეგისთვის.
დაუკავშირდით პურატოსს რეცეპტისთვის, პროდუქტის გადაწყვეტებისა და თქვენს საცხობზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერისთვის.

შეიტანეთ ჭვავის ბუნებრივი საფუარის სიღრმე თქვენს ასორტიმენტში. 🌾Sapore Baltia არის მოხმარებისთვის მზა, ჭვავის ბუნებრივი ...
07/09/2026

შეიტანეთ ჭვავის ბუნებრივი საფუარის სიღრმე თქვენს ასორტიმენტში. 🌾
Sapore Baltia არის მოხმარებისთვის მზა, ჭვავის ბუნებრივი საფუარი, რომელიც პურს ანიჭებს მისთვის დამახასიათებელ მუქ, მკვრივ გულს, მდიდარ ჭვავის გემოსა და გამოკვეთილ არომატს.
იდეალურია ჭვავის ტრადიციული სახეობებისთვის, როგორებიცაა „ბოროდინოს“, „რიგის“ და ლიეტუვური სტილის პურები. ის გეხმარებათ მარტივად უზრუნველყოთ სტაბილური ხარისხი და ხანგრძლივი სიახლე.

👉 შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით და აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეუძლია Sapore Baltia-ს თქვენი ჭვავის პურის ასორტიმენტის გამდიდრება.

მიეცით კლასიკურ ბატარის (Batard) პურს ახალი განზომილება გაღვივებული მარცვლეულით. 🌾ამ რეცეპტში Softgrain Sprouted Oat-ს შ...
26/08/2026

მიეცით კლასიკურ ბატარის (Batard) პურს ახალი განზომილება გაღვივებული მარცვლეულით. 🌾
ამ რეცეპტში Softgrain Sprouted Oat-ს შეაქვს ხორბლის ბუნებრივ საფუარში ჩალბობილი აღმოცენებული შვრია, რაც პურს სძენს მარცვლეულის დამახასიათებელ გემოსა და სასიამოვნო ტექსტურას. მას ავსებს O-tentic Durum, რომელიც ხელს უწყობს ფერმენტაციას და უზრუნველყოფს ტენიან, ელასტიურ გულსა და ცომის კარგ ამოყვანას ღუმელში, ხოლო S500 უზრუნველყოფს ცომის მდგრადობას, სტაბილურ მოცულობასა და მკაფიოდ გამოკვეთილ ფორმას ცხობის მთელი პროცესის განმავლობაში.
შედეგად ვიღებთ ბატარის პურს, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ვიზუალა გაღვივებული მარცვლეულის გემოსა და ტექსტურასთან პროდუქტების წყალობით, რომლებიც შექმნილია საცხობში სტაბილური და საიმედო შედეგისთვის.
👉 დაუკავშირდით პურატოსს ინდივიდუალური რეცეპტების, პროდუქტის გადაწყვეტებისა და თქვენს საცხობზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერისთვის.

Address

V. Dolidze Str. # 42
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Puratos Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category