21/09/2026
🥩 შავი ანგუსის ფარშის ბურთები ნაღების სოუსში - იდეალური კერძი მთელი ოჯახისთვის.
🍴ინგრედიენტები:
ფარშის ბურთებისთვის:
• The Meat Market-ის შავი ანგუსის ფარში
• გახეხილი ხახვი
• პურის საფანელი
• 1 კვერცხი
• მარილი და შავი პილპილი
• ნივრის ფხვნილი
• პაპრიკა
• ოხრახუში
ნაღების სოუსისთვის:
• კარაქი
• ფქვილი
• საქონლის ბულიონი
• ნაღები
• ვორჩესტერის სოუსი
• დიჟონის მდოგვი
• მარილი და შავი პილპილი
• მოხარშული პასტა — Penne ან სხვა სასურველი სახეობა
• ოხრახუში მოსართავად
მომზადება:
შავი ანგუსის ფარშს შეურიეთ გახეხილი ხახვი, პურის საფანელი, კვერცხი, მარილი, პილპილი, ნივრის ფხვნილი, პაპრიკა და ოხრახუში. კარგად აურიეთ და დაამრგვალეთ ბურთების ფორმაზე.
ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეთი და ფარშის ბურთები ყველა მხრიდან კარგად დაბრაწეთ. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე თეფშზე.
იმავე ტაფაში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი და მოურიეთ. ნელ-ნელა ჩაამატეთ საქონლის ბულიონი და შემდეგ ნაღები. დაამატეთ ვორჩესტერის სოუსი, დიჟონის მდოგვი, მარილი და პილპილი.
დააბრუნეთ ფარშის ბურთები სოუსში და რამდენიმე წუთით დაბალ ცეცხლზე დატოვეთ, რომ კარგად მომზადდეს და სოუსის არომატი შეიწოვოს.
ბოლოს დაამატეთ მოხარშული პასტა, კარგად აურიეთ და მოაყარეთ ახალი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით ✨