16/07/2024
ინგრედიენტები:
500 გ. მასკარპონე ან ხაჭო, ზოგი დამდნარ ყველსაც იყენებს.
100 გ. შაქრის პუდრა
4 კვერცხი. მაგრამ ეხლა როცა გავაკეთე 2 კვერცხიც ეყოფოდა. უფრო სველი იქნება. მაგრამ შემდეგზე 2 კვერცხით გავაკეთებ.
400 გ. ჰაეროვანი ბისკვიტის ორცხობილა სავოიარდი, იგივე ქალის თითები ანუ მთელი ერთი შეკვრა.
1 ჭიქა მაგარი ყავა ესპრესო.
1 ჭიქა ნებისმიერი ნორმალური ხარისხის კონიაკი.
კაკაოს ფხვნილი – ზემოდან მოსაყრელად
შუშის ღრმა ჭურჭელი
ხის კოვზები
მიქსერი
საცერი
მომზადება:
კვერცხის ცილები და გულები გავაცალკევოთ.
კვერცხის გულები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ. ანუ ცალ ცალკე გათქვიფეთ მიქსერით.
ხის კოვზით ავზილოთ მასკარპონე და დავუმატოთ კვერცხისა და შაქრის ნაზავი. ცოტა რთული მოსაზელია მასკარპონე, იმიტომ რომ როგორც კაიმაღი ისეთია გემოზეც და სისქელეზეც. მაგრამ უფრო ნაზი გემო აქვს.
ცალკე კარგად გავთქვიფოთ კვერცხის ცილა, სანამ თეთრ ჰაეროვან მასად არ იქცევა და დავუმატოთ მომზადებულ მასას.
ყავა უნდა წამოადუღოთ დაახლოებით 3 ჭიქა წყალში. როცა ოდნავ გათბება, გადაწურეთ რომ ყავის გაუხსნელი გრანულები არ აყვეს ორცხობილას როცა დაასველებთ მასში და ამატეთ ალკოჰოლური სასმელი და შიგ ამოვავლოთ ორცხობილას ნაჭრები და დავალაგოთ ერთ ფენად. ზემოდან გადავუსვათ მომზადებული კრემი და ასე გავაგრძელოთ ბოლომდე.
ბოლო ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი, პატარა საცერით.
მომზადებული დესერტი შევდგათ მაცივარში 6-7 საათით. თავზე ჯამისთვის არაფერი დამიხურავს, რომ არ დასველდეს უფრო.