PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვების პროდუქტებისა და სასმელების წარმოების სფეროში, რომელიც 1965 წელს აშშ-ში, ორი უმსხვილესი კომპანიის - „პეპსი-კოლასა“ და „ფრიტო-ლეის“-ის გაერთიანებით შეიქმნა. PepsiCo ამჟამად 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და ახარებს მომხმარებლებს თავისი უგემრიელესი პროდუქციით. მის მრავალფეროვან პორტფელში შედის ისეთი 23 ბრენდი, რომელთა ბრუნვა წელიწადში 1 მილიარდ აშშ დოლა
რს აღემატება. PepsiCo მსოფლიო მასშტაბით 270 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს საერთო მისიისა და მისწრაფებების ქვეშ და ამ უდიდესი გუნდის ნაწილია საქართველოც, სადაც 400-მდე ადამიანია დასაქმებული. PepsiCo საქართველოში ოპერირებს 2011 წლიდან და მნიშვნელოვანი პოზიციები უჭირავს ადგილობრივ FMCG ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია რამდენიმე კატეგორიით: წვენები, სნეკები, რძის პროდუქტები, გაზირებული სასმელები.
თითოეულ კატეგორიაში ერთიანდება PepsiCo-ს ისეთი ცნობილი და მრავალფეროვანი ბრენდები, როგორიცაა “Lay” ,"Doritos", "HrusTeam","სოფლის ნობათი", "Chudo", "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina" , Sandora", "Sadochok", "Fruktovi Sad".