TusaCooks

TusaCooks 🧁 Mini Chef • 9
🍽️ Recipes made with love
📹 Mom films, I cook ❣️
📹 Mom manages the page
(1)

10/05/2026

🤤 საოცრად გემრიელი და მარტივი ვახშამი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

🧀🥓 ბრინჯის ფურცლის ხრაშუნა კონვერტები

ინგრედიენტები:
• ბრინჯის ფურცელი
• ყველი
• პომიდორი
• ბეკონიკვერცხი რძე

🤤 An incredibly delicious and easy dinner you have to try!

🧀🥓 Crispy Rice Paper Pockets

Ingredients:
• Rice paper
• Cheese
• Tomato
• Bacon Egg Milk

06/05/2026

🍏🥐 2 ინგრედიენტიანი ვაშლის კრუასანი

ინგრედიენტები:

* ფენოვანი ცომი
* ვაშლის ჯემი (ან ნებისმიერი ჯემი გემოვნებით)

დამატებით:

* 1 კვერცხი + ცოტაოდენი რძე (ზედ მოსასმელად)

მომზადება:

1. ფენოვანი ცომი კარგად გააბრტყელე.
2. დაადე ჯემი და გადაახვიე კრუასანის ფორმაში.
3. დაალაგე ლანგარზე.
4. გადაუსვი კვერცხისა და რძის ნარევი (egg wash).
5. გამოაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში 200°C-ზე 15–20 წუთი.

✨ მზადაა — ხრაშუნა, სურნელოვანი და ძალიან მარტივი!

04/05/2026

mcdonald's ახალი სასმელია, მარწყვი და სპრაიტი, მოდი მოვამზადოთ.
- მარწყვი
- სპრაიტი

30/04/2026

🍓🍌 ბანანისა და მარწყვის ნაყინი (სახლში, მარტივად)

ინგრედიენტები:

* 2 ბანანი
* 1 ჭიქა მარწყვი
* 100 მლ რძე
* 1–2 სუფრის კოვზი თაფლი (გემოვნებით)

მომზადება:

1. ბანანი და მარწყვი დაჭერი და გააჩერე საყინულეში, სანამ კარგად არ გაიყინება.
2. გაყინული ხილი ჩაყარე ჩოფერში.
3. დაამატე რძე და თაფლი.
4. დააბლენდერე ერთგვაროვანი, კრემოვანი მასის მიღებამდე.
5. მიღებული მასა შედგი საყინულეში კიდევ 20–30 წუთით.

🍓🍌 Banana & Strawberry Ice Cream (Easy Homemade)

Ingredients:

* 2 bananas
* 1 cup strawberries
* 100 ml milk
* 1–2 tbsp honey (to taste)

Instructions:

1. Slice the bananas and strawberries, then freeze them until fully solid.
2. Place the frozen fruit in a blender or food processor.
3. Add the milk and honey.
4. Blend until smooth and creamy.
5. Transfer the mixture to the freezer for another 20–30 minutes.

✨🌸
28/04/2026

✨🌸

28/04/2026

🥥 ბალა ბაიანა (Bala Baiana)

ინგრედიენტები:

* 100 გ ქოქოსის ფანტელი
* 100 გ შესქელებული რძე

კარამელისთვის:

* 1 ჭიქა შაქარი
* 1 ჭიქა წყალი
* 1 სუფრის კოვზი ძმარი



მომზადება:

1. ქოქოსის ფანტელი და შესქელებული რძე კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება.
2. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთები.
3. ბურთები შედგით საყინულეში 20–30 წუთით, რომ გამაგრდეს.
4. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ წყალი და ძმარი.
5. დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ ოქროსფერი კარამელი არ მიიღება.
6. გამაგრებული ქოქოსის ბურთები ამოავლეთ ცხელ კარამელში.

26/04/2026

ქართული სენდვიჩი 🇬🇪 (მწვადის სენდვიჩი)

ინგრედიენტები:

* თონის პური
* დარჩენილი მწვადი
* ხახვი (დაჭრილი)
* ბროწეულის მარცვლები
* ტყემალი
* სალათის ფურცელი

მომზადება:

1. თონის პური ოდნავ გახუხე.
2. მწვადი დაჭერი პატარა ნაჭრებად.
3. თასში აურიე მწვადი, ხახვი, ბროწეულის მარცვლები და ტყემალი.
4. თონის პურში ჩააფინე სალათის ფურცელი.
5. დაამატე მომზადებული შიგთავსი.
6. სურვილისამებრ, სენდვიჩი კიდევ ოდნავ გახუხე.

22/04/2026

🍕 პიცის სნექი ბრინჯის ფურცლით

მარტივი, ხრაშუნა და ძალიან გემრიელი სნექი 👇

ინგრედიენტები:

* 4 ცალი ბრინჯის ფურცელი
* პეპერონი
* სულგუნი

მომზადება:

1. ბრინჯის ფურცლები დაასველე თბილ წყალში რამდენიმე წამით, რომ დარბილდეს.
2. დადე ფურცელი სამუშაო ზედაპირზე.
3. შუაში მოათავსე პეპერონი და გახეხილი ან ნაჭრებად დაჭრილი სულგუნი.
4. ვაცხობთ 4 წუთი აეროგრილში ან ღუმელში
5. სულ ესაა 😍😍

19/04/2026

🍡 მოჩი ბრინჯის ფურცელში

ინგრედიენტები:

* ვანილის ნაყინი
* სასურველი ხილი
* ბრინჯის ფურცელი

მომზადება:

1. ვანილის ნაყინს შეურიე დაჭრილი ხილი.
2. ბრინჯის ფურცელი დაასველე წყალში, სანამ დარბილდება.
3. ფურცელი მოათავსე ჯამში და ცენტრში ჩადე ნაყინის ნარევი.
4. ფრთხილად გადაახვიე და მიეცი მოჩის ფორმა.
5. შედგი საყინულეში სრულ გამყარებამდე.

17/04/2026

🍔ბურგერი ცომში🍔
-500 გრ საქონლის ხორცს შევურიოთ გემოვნებით მარილი და პილპილი, შევცვათ ტაფაზე.
სოუსი: კეჩუპი, მაიონეზი და დაჭრილი მჟავე კიტრი ავურიოთ.
ავიღოთ ფენოვანო ცომი გამოვჭრათ მრგვალი ფორმები, ჩავდოთ ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შევკრათ და ვაცხოთ ღუმელში 20 წუთი. ბოლოს კი ყველი ჩედარო დავადოთ თავზე და შევაბრუნოთ 5 წუთით.

15/04/2026

🫶ჩვენი საყვარელი რესტორანი სუფრა სოლოლაკში / Supra Sololakshi, მთაწმინდის გზაზე ამაღლების 30 ნოემერში მდებარეობს 🫶

Address

46 მირიან მეფის ქუჩა, დიდი დიღომ
Tbilisi
0131

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TusaCooks posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share