22/11/2025
სახლიდან მომზადებული ნატურალური ტკბილეულობა 💛
საყვარელო მეგობრებო, როგორც წინა პოსტში გითხარით აგვისტოში დროებით დავკეტე ჩემი პატარა საკონდიტრო. ეს გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ მომავალში მის გრძელვადიან გახსნას ვგეგმავ და მთელი ენერგიით ამისკენ მივდივარ.
მანამდე კი, რადგან ეს საქმე ჩემი სიყვარულია, გემრიელი ქმნილებების გარეშე ვერ ვრჩები და გადავწყვიტე ისევ დავბრუნდე – მაგრამ ამჯერად სახლიდან.
🍰 ფირფიტები და ნამცხვრები – 100% ნატურალური, ხარისხიანი პროდუქტებით, სიყვარულით გამზადებული.
👉 დაგელოდებათ:
• ჩიტის რძე
• ზღაპარი
• იდეალი
• მედოკი
• სნიკერსი
•რაფაელო
•ხილის ნამცხვარი
• შუ
• ეკლერი
ყოველი ნამცხვარი დამზადდება სისუფთავით, ზუსტად იმ გემოთი, რაც ჩემი საკონდიტროს ახასიათებდა – ნამდვილი, სულიერი და უგემრიელესი.
თუ გინდათ ოჯახისთვის, სტუმრებისთვის, დაბადების დღისთვის ან უბრალოდ ტკბილი განწყობისთვის — სიამოვნებით გაგილამაზებთ დღეს. შესაკვეთად მომწერეთ პირად შეტყობინებაში
მადლობა ყველას, ვინც გვერდით მიდგას და მხარს მიჭერს. თქვენი სიყვარული და ნდობა ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. 💛