Kate's dinner

Directions Website Contact the business

Kate's dinner Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Kate's dinner, Food & Drink, Vazisubani.

მე ვარ კატია ❤️
აქ თქვენ იპოვით გამოცდილ და გემრიელ ვიდეი რეცეპტეპს ❤️❤️❤️
ასევე შეგიძლიათ მიპოვოთ 👇
Tik tok: katesdinner
Instagram : .dinner

გელოდებით ყველას კომენტარებში 🫶 ვფიქრობ, სამზარეულოში ტრიალი და კერძების მზადება აბსოლუტურად ყველას უყვარს, მაგრამ ზოგს არ გამოსდის, ზოგმა კი რეცეპტები არ იცის. ჩემი არხის მეშვეობით, მე რიგითი დიასახლისი დაგეხმარებით გახდეთ კარგი მზარეული. გარწმუნებთ, რომ თქვენი დევიზი მალე გახდება „მიველ, ვნახე, მოვამზადე“! იყავით მუდამ „თქვენს სამზარეულოსთან“ ერთად და გპირდებით, რომ თქვენ კულინარიის ბევრ საიდუმლოს გაიგებთ.

17/09/2026

დილის მოტივაცია Grass-თან ერთად ✌️🫶🤍
Facebook გვერდზე გადადით 🤍🤍 T&R Trade • თიენდარ თრეიდი

12/09/2026

მოგწონთ? #სკოლა

09/09/2026

ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. თუ წინასწარ ვერ გამოიღებთ, კეფირი მაინც ოდნავ შეათბეთ. 🤍

🥚 2 ცალი პირველი კატეგორიის კვერცხი
🍚 40 გ შაქარი
ვანილინი
🥛 90 გ თბილი კეფირი
🧀 180 გ ხაჭო — ნებისმიერი ცხიმიანობის
🧂 მწიკვი მარილი
🌾 150 გ გაცრილი ფქვილი
🥄 1 არასრული ჩ/კ სოდა

კვერცხი, შაქარი, ვანილინი, თბილი კეფირი, ხაჭო და მარილი ბლენდერით კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვურიოთ.

მხოლოდ ამის შემდეგ დავამატოთ 1 არასრული ჩ/კ სოდა, კარგად შევურიოთ და ცომი 10–15 წუთით დავტოვოთ, რომ შესქელდეს. ამ დროის განმავლობაში არ შევურიოთ და არ შევეხოთ.

შემდეგ, ცომის გადარევის გარეშე, კოვზით ავიღოთ და ოლადები ორივე მხრიდან შევწვათ.

და ბოლოს — უბრალოდ უნდა მიირთვათ და ისიამოვნოთ! 🤤❤️

უგემრიელესი, საოცრად არომატული, ნაზი და ჰაეროვანი — ხაჭოს ოლადები, რომლებიც გემოთი ძალიან ჰგავს ხაჭოს მაჭყატებს. ნამდვილი სამოთხეა! ✨

08/09/2026

რამდენჯერ ვიბანთ ხელებს დღეში? 🤔

სანამ ამ ვიდეოს ვიღებდი, მეც პირველად დავფიქრდი ამაზე და რამდენიმე საათის განმავლობაში უბრალოდ ვითვლიდი, რამდენჯერ მომიწია ხელების დაბანა.
ხან საჭმელს ვამზადებ, ხან ცომს ვამუშავებ, ხან ხორცს, ხან ბავშვი ხატავს — და თითქმის ყოველ ჯერზე ისევ ნიჟარასთან მივდივართ. 😄
ამიტომ, როცა ხელებს დღეში რამდენჯერმე ვიბანთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სისუფთავე, არამედ ისიც, რით ვიბანთ ხელებს და რამდენად ხარისხიან პროდუქტს ვიყენებთ. ❤️
დღეს კი სამზარეულოში ბრინჯთან ერთად მოვამზადე ძალიან ნაზი ბატკნის ხორცი კარტოფილით — ყველაფერი საცხობ პარკში, რომ ხორცი თავის წვენში და სანელებლების არომატში მომზადებულიყო.
ბრინჯი კი ამ კერძს იდეალურად უხდება. 🤎
ბატკნის ხორცს დავამატე პაპრიკა, მარილი, წითელი წიწაკა და ძირა, კარტოფილი კი უბრალოდ შუაზე გავჭერი და ყველაფერი ერთად შევდგი ღუმელში.
170°C • დაახლოები�

08/09/2026

რამდენჯერ ვიბანთ ხელებს დღეში? 🤔

სანამ ამ ვიდეოს ვიღებდი, მეც პირველად დავფიქრდი ამაზე და რამდენიმე საათის განმავლობაში უბრალოდ ვითვლიდი, რამდენჯერ მომიწია ხელების დაბანა.
ხან საჭმელს ვამზადებ, ხან ცომს ვამუშავებ, ხან ხორცს, ხან ბავშვი ხატავს — და თითქმის ყოველ ჯერზე ისევ ნიჟარასთან მივდივართ. 😄
ამიტომ, როცა ხელებს დღეში რამდენჯერმე ვიბანთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სისუფთავე, არამედ ისიც, რით ვიბანთ ხელებს და რამდენად ხარისხიან პროდუქტს ვიყენებთ. ❤️
დღეს კი სამზარეულოში ბრინჯთან ერთად მოვამზადე ძალიან ნაზი ბატკნის ხორცი კარტოფილით — ყველაფერი საცხობ პარკში, რომ ხორცი თავის წვენში და სანელებლების არომატში მომზადებულიყო.
ბრინჯი კი ამ კერძს იდეალურად უხდება. 🤎
ბატკნის ხორცს დავამატე პაპრიკა, მარილი, წითელი წიწაკა და ძირა, კარტოფილი კი უბრალოდ შუაზე გავჭერი და ყველაფერი ერთად შევდგი ღუმელში.
170°C • დაახლოებით 1 საათი 🔥
და დღის ბოლოს, რა თქმა უნდა, კბილების მოვლაც ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილია.
სხვათა შორის, ბრენდის გვერდზე ახლა კონკურსიც მიმდინარეობს — პირობებს მათ გვერდზე ნახავთ. აუცილებლად გადახედეთ. ❤️
და ახლა თქვენ მითხარით: დაახლოებით რამდენჯერ იბანთ ხელებს დღეში? 😄 T&R Trade • თიენდარ თრეიდი

04/09/2026

🍕 გემრიელი პიცის რეცეპტი კოსტა ბრავას უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებით
დღეს ვამზადებ ორ უგემრიელეს, სახლში მომზადებულ პიცას Costa Brava-ს უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებით. 🇪🇸❤️
ცომისთვის:
250 მლ თბილი წყალი
7 გ მშრალი საფუარი
50 გ გამდნარი კარაქი
500 გ ფქვილი
ცოტა მარილი
ზეითუნის ზეთი
ყველა ინგრედიენტს ვაერთიანებ, ვზელ რბილ და ელასტიურ ცომს და ვტოვებ ასაფუებლად.
ტომატის სოუსისთვის:
პომიდორს ბლენდერში ვაბლენდერებ, ვამატებ ცოტა პაპრიკას, ორეგანოს, ნიორს და მარილს.
პირველ პიცაზე უხვად ვანაწილებ ტომატის სოუსს, შემდეგ მოცარელას, Chorizo Extra-ს და Salami Extra-ს.
ვაცხობ მაქსიმალურ ტემპერატურაზე — 280°C-ზე, შემდეგ კი ზემოდან ვამატებ რუკოლას. 🌿
მეორე პიცას თითქმის იგივე პრინციპით ვამზადებ, მხოლოდ ამჯერად მოცარელაზე Salchichón Extra-ს ვანაწილებ. ვაცხობ და უკვე მზა პიცას ზემოდან ვამატებ ნაზ Jamón Serrano-ს, რუკოლას და ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს.
და აი, ახლა უკვე უბრალოდ ვტკბები ამ სილამაზითა და გემოთი. ❤️
ასეთ სასიამოვნო მომენტებს კი კარგი ღვინოც უხდება — VINO O.PRIMA CHARDON MANCHA (La Mancha). 🥂
Costa Brava-სა და Opera Prima-ს პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ SPAR-ის ქსელში, ასევე შეუკვეთოთ Wolt-ისა და Glovo-ს საშუალებით.

SPAR Georgia

27/08/2026

შინდის კომპოტი ზამთრისთვის 🍒
მე კომპოტს ძალიან მარტივი მეთოდით ვხურავ — სიროფის ცალკე მომზადების გარეშე.
1 ლიტრიან ქილაზე:
• შინდი — დაახლოებით ქილის ⅓
• შაქარი — 40–50 გ
• მდუღარე წყალი — ქილის ბოლომდე
მომზადება:
1. ქილებს კარგად ვრეცხავ და მდუღარე წყალს ვავლებ.
2. თითოეულ ქილაში ვყრი შინდის დაახლოებით ⅓-ს.
3. ვამატებ 40–50 გრამ შაქარს.
4. ვასხამ მდუღარე წყალს ქილის ბოლომდე.
5. ვაფარებ წინასწარ 15 წუთის განმავლობაში სტერილიზებულ ხუფს და მჭიდროდ ვხურავ.
6. ქილებს თავდაყირა ვაბრუნებ, თბილად ვახვევ და დაახლოებით 24 საათით ვტოვებ, რომ ნელ-ნელა გაცივდეს.
7. სრულად გაცივების შემდეგ კომპოტს გრილ ადგილას ვინახავ.
შინდის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ხილი ან კენკრაც — მომზადების პრინციპი იგივეა. ❤️
მინიმალური შაქარი, ნატურალური გემო და ზამთრისთვის უგემრიელესი კომპოტი!

Address

Vazisubani

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kate's dinner posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Kate's dinner:

Shortcuts

Share

Category