14/06/2026
ჭარხლის გატო
📝ცომის ინგრედიენტები
📍კვერცხი-87 გ
📍ყავისფერი შაქარი-72 გ
📍თეთრი შაქარი-72 გ
📍ფქვილი 127 გ
📍ნუშის ფქვილი-60 გ
📍გამაფხვიერებელი-7 გ
📍მზესუმზირის ზეთი-52 გ
📍გამდნარი კარაქი-52 გ
📍ჭარხლის პიურე -142 გ
📍დაცეხვილი ნიგოზი- 70 გ
✏️მომზადების წესი:
📌კვერცხი გააერთიანეთ ორივე შაქართან ერთად და გათქვიფეთ
📌ფქვილი, ნუშის ფქვილი და გამაფხვიერებელი გააერთიანეთ , მიაწოდეთ კვერცხის მასას და გადაურუეთ
📌დაამატეთ ჭარხლის პიურე ( მოხარშეთ ჭარხალი და დააბლენდერეთ თავის მცირე წვენთან ერთად ისე რომ წმინდა პიურეს სტრუქტურა მიიღოთ)
📌დაამატეთ გამდნარი კარაქი და ზეთი
📌ბოლოს ნიგოზი
📌გამოაცხვეთ 165 გრ 25-30 წთ ( გააჩნია ყალიბის სიდიდიეს, ასევე თქვენი ღუმელის ტემპერატურაა გასათვალისწინებელი)
📝ჟოლოს კონფი
📍ჟოლო -100 გრ
📍შაქარი-50 გრ
📍პექტინი-3გრ
📍ლიმონმჟავა-2 გრ
📍ნაპაჟი-100 გრ
📌ჟოლო მიიყვანეთ ადუღებამდე
📌დაამატე გაერთიანებული შაქარი და პექტინი და ადუღეთ რამდენიმე წუთი
📌ბოლოს ლიმონმჟავა
📌ცოტა რომ შესქელდება მასა მზადაა
📌დაუმატეთ ნაპაჟი
📌გაციებული მასა გატოს გადაუსვით გარედან
📝კრემყველის კრემი
📍კრემყველი-200 გ
📍შაქრის პუდრა-25გრ
📍ნაღები-50 გრ
✏️მიქსერით ყველაფერი ერთად გააერთიანეთ შესქელებამდე
მორთეთ სურვილისამებ და მიირთვით გემრიელად 🥰